"პირველ ტაიმში ჩემი გუნდი ვერ ვიცანი. ხშირად ვკარგავდით ბურთს, ფეხბურთელებს შორის ცუდი იყო ურთიერთმოქმედება, სამჯერ თუ ოთხჯერ კინაღამ გოლი გავუშვით. ბუნებრივია, შესვენებაზე წესრიგის დამყარება მომიწია.
"ანდერლეხტი" ახალი მწვრთნელის ხელში გაცილებით გაბედულად თამაშობს. მატჩის წინ ბიჭებს ეს ვუთხარი. მაინც ვერ გაითვალისწინეს ჩემი ნათქვამი. კი მოვიგეთ, მაგრამ საუკეთესოდ ნამდვილად არ გვიასპარეზია".