01:37 21-02-2018
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი: მესიმ ნავსი გატეხა და "ბარსელონას" ფრე მოუპოვა [VIDEO]
AutoSharing Option
როგორც თავად აღიარა "ჩელსის" მენეჯერმა ანტონიო კონტემ, ამ შეხვედრის წინ ძილი გაუტყდა, რადგან საფიქრალი მართლაც სერიოზული ჰქონდა. მან თქვა, რომ უბურთოდ უნდა ეტანჯათ და თავი არ უნდა დაეკარგათ. შესვენებამდე არც დაუკარგავთ. ბურთის ფლობა პირველ ტაიმში 34/66-ზე გახლდათ. იტალიელმა ძალიან ფრთხილი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩია. პრაქტიკულად უფორვარდოდ გაიყვანა გუნდი მოედანზე და "ცრუ ცხრიანზე" აზარი დააყენა. სხვათა შორის, პლეი-ოფების ისტორიაში პირველად "ჩელსის" სასტარტო შემადგენლობაში არც ერთი ინგლისელი არ იყო.
მიუხედავად "ბარსას" ტერიტორიული უპირატესობისა, საგოლე მომენტებს უფრო ხშირად მასპინძლები ქმნიდნენ: აზარმა შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ვილიანმა კი ორჯერ გაარტყა ბურთი ძელს.
62-ე წუთზე ვილიანმა მესამე ცდიდან დალაშქრა ტერ შტეგენის კარი, თუმცა 75-ე წუთზე ინიესტამ მცველების შეცდომით ისარგებლა და მისი პასით მესიმ ანგარიში გაათანაბრა. ეს მისი პირველი გოლი იყო "არისტოკრატებთან" მე-9 მატჩში.
მოკლედ, ლეომ ნავსი გატეხა და თავის გუნდს გამარჯვების ტოლფასი ფრე მოუპოვა.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. I მატჩი
ჩელსი - ბარსელონა 1:1
ლონდონი. სტადიონი „სტემფორდ ბრიჯი“ 37 741 მაყურებელი
გოლები: 1:0 ვილიანი (62), 1:1 მესი (75)
ჩელსი (5-4-1): კურტუა, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, რიუდიგერი, ალონსო, მოზესი, კანტე, ფაბრეგასი (84. დრინკოუტერი), აზარი, პედრო (83. მორატა), ვილიანი
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი, სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ინიესტა (90+2.გომესი), ბუსკეტსი, რაკიტიჩი, პაულინიო (63. ვიდალი), მესი, სუარესი
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
პასსაც გამოყენება უნდა, მესი იმოტოა მაგარი რომ შესასრულებელს ასრულებს(!) მის ადგილზე ათიდან რვას შეიძლება ბურთი კარისთვის აეცილებინა.
6
4
ბარსას გაუმარტლა რო მესი ყავს ერთი შანსი 90 წუთში და ერთი გოლი კლასმა თავისი ქნა, მაგრამ ჩელსი უკეთესად ამწვავებდა თამაშს და უფრო მეტი შანსი ქონდა მაგრამ არ გაუმართლა სრული ამსიტყვის მნიშვნელობით...
4
0
MESIIIIIIIIIIIIII.......
2
1
მესიიიიიიიიიი..........
1
1
კახა, დაგეთანხმები სანახევროდ. მე მაინც მგონია, რომ გუშინდელ შეხვედრაში, მაინც ფეხბურთელტთა კლასი აღმოჩნდა გადამწყვეთი. ბარსელონას გაცილებით მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავს, ვიდრე ჩელსის. მესის კლასი კი ხომ ზეციურია მიუხედავად იმისა, რო გუშინდელ შეხვედრაში მთლიანობაში არ ბრწყინავდა, მაინც მან შეიტანა გარდატეხა. ბარსელონა რომ ჩელსიზე ზლიერია, ამაში სულ მალე დავრწმუნდებით ყველა ერთად განმეორებით შეხვედრაში.
2
1
არ ვარ ჩელსის გულშემატკივარი ობიექტური ვარ და ვიტყვი ჩელსის უნდა მოეგო არც მესის ვაკნინებ მაგრამ სტატიის სათაური არ ასახავს რეალობას
8
4
გეთანხმები კახა,იმსახურებდა,ბარსამ ხომ ვერაფერი ვერ შექმნა ფაქტობრივად.აი გოლი კი ჩელსის კარში,უფრო დაბალი კლასის ბრალი კი არა,კრისტიანსემის გამოუცდელობის ბრალი უფრო მგონია.ის ხომ ყველაზე ახალგაზრდაა,შეიძლება ამას დაღლილობაც დავამატოთ.აი მატჩის ბოლო წუთზე კი,როცა ჩელსის ფეხბურთელებმა ერთ სათამაშო მომენტში,ერთ წამში ბარსას ორ ფეხბურთელს ზუსტად ერთნაირად დაადგეს შიპიანი ბუცები ფეხზე,ვთვლი,რომ ამის აცილება თავისუფლად შეეძლოთ და ეს განზრახ გააკეთეს,მსაჯმა კი უბრალოდ გაატარა ეს მომენტი,გაფრთხილებაც კი არ მისცა.განმეორებით მატჩში ისევ ასეთ მძაფრ ბრძოლას ველი,მთელ მოედანზე,პრესინგს თავიდან ბოლომდე და მეტოქის შეცდომის მოლოდინს,თუმცა თუ ბარსამ პირველივე ტაიმში გაიტანა,მაგარი თამაში წავა მერე.
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული