მიზეზი, რა თქმა უნდა, ის ორი ფეხებს შორის გაშვებული გოლია, რომელიც ბელგიელს "ბლაუგრანას" ლიდერმა ლიონელ მესიმ აკადრა.
სოციალურ ქსელებში ამ თემასთან დაკავშირებით უამრავი ფოტოშარჟი გაჩნდა. კურტუა და ბადე ალბათ "გუგლის" საძიებო სისტემაში ყველაზე მოთხოვნადი სიტყვებია.
ინტერნეტში ხალხმა უკვე იმის ჩამოთვლაც კი დაიწყო, რა შეიძლება გავიდეს კურტუას ფეხებს შორის. მოკლედ, როგორც გუშინ ქართველმა კომენტატორებმა თქვეს, მესიმ ბელგიელს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.
კურტუას მატჩისშემდგომი განცხადების ნახვა კი აქ შეგიძლიათ.