იურგენ კლოპი: ცუდი გუნდი არ ვართ, მაგრამ სამუშაო კიდევ გვაქვს

AutoSharing Option
"მანჩესტერის" დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა შემდეგი ბრძანა:

"პრობლემები მეორე ტაიმში მოვაგვარეთ. პირველ ტაიმში 2-3 მომენტი გვქონდა. მეტოქემ გარისკა ექსპერიმენტალური შემადგენლობის დაყენებისას. შესვენების მერე უფრო კომპაქტურად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, ცუდი გუნდი არ ვართ, მაგრამ სამუშაო კიდევ გვაქვს.

დამსახურებულად გავედით შემდეგ ეტაპზე. "სიტის" 5 გოლი გავუტანეთ და მხოლოდ 1 გავუშვით. ეს თითქოს დაუჯერებელია. სადიო მანე დღეს შესანიშნავი გახლდათ. დაბადების დღეზე საკუთარ თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა. ბობი ფირმინო და მანე შეუდარებელნი იყვნენ.

ჩემს ყურებს ვერ
დავუჯერე, როდესაც "ბარსელონას" ამბავი გავიგე. "რომამ" სალაჰი დაკარგა და მაინც გავიდა ნახევარფინალში. ეს დაუჯერებელია".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესპანეთი, გერმანია, ინგლისი და აგერ კინდერ იტალიაც. როგორც ჩანს ზემოთ სამართლიანობის გრძნობამ გაიღვიძა და აწი გამოჩნდება რომელი ლიგაა წელს ფავორიტი.
............
11:26 11-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული