"რომამ" "ლივერპულთან" შეხვედრა კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე იუწყა

AutoSharing Option
"რომამ" თამაშების განრიგში შეცდომა დაუშვა და სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი ატყდა.

"რომამ" ჯერ კიდევ ხუთშაბათს განაახლა თავის საიტზე მატჩების განრიგი და გულშემატკივრებს "ლივერპულთან" შეხვედრაზე ბილეთების დაჯავშნა შესთავაზა. ეს ინფორმაცია ჯალოროსიმ რამოდენიმე წუთში წაშალა, მაგრამ ბრიტანულმა ტაბლოიდმა "სანმა" მთელს მსოფლიოს ამცნო.

წილისყრა პარასკევს ჩატარდა და "რომას" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეტოქედ სწორედ "ლივერპული" შეხვდა. აღსანიშნავია, რომ საიტმა არამარტო მომავალი მოწინააღმდეგის ვინაობა, არამედ 2 მაისს, განმეორებითი შეხვედრის რომში ჩატარებაც "გაარტყა".

ჰოდა, გულშემატკივრები კვლავ ალაპარაკდნენ უეფას მაქინაციებსა და კენჭისყრისას ბურთულების გათბობაზე...
მკითხველის კომენტარები / 5 /
აბსოლიტურად ყველგან და ყველაფერში სიყალბეა დღეს მსოფლიოში, ფულმა და ძალაუფლებამ გარყვნა კაცობრიობა
,,,,,,,
11:03 14-04-2018
5
მაგ მაიმუნობების გამო არც ვუყურებ ფეხბურთს.
status quo
08:32 14-04-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული