ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/2-ფინალურ მატჩში "რომამ" 4:2 დაამარცხა "ლივერპული", მაგრამ ორი მატჩის ჯამში ინგლისურმა გუნდმა გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
ამ მატჩის წინ "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ "ბარსელონაზე" უფრო ფრთხილად ითამაშებდნენ და კატალონიელების შეცდომას არ გაიმეორებდნენ. უკვე მე-10 წუთზე ფირმინოს პასით მანემ ანგარიში გახსნა და "რომა" პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ცოტა ხანში ლოვრენმა ბურთი მოიგერია, რომელიც მილნერს მოხვდა და 1:1. თუმცა, მასპინძელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. 26-ე წუთზე ვაინალდუმმა მეორედ დაამწუხრა ალისონი.
"წითლებმა" მიმდინარე ტურნირზე 46 გოლი გაიტანეს და ევროტურნირების რეკორდი დაამყარეს. აქამდე რეკორდი "ბარსას" ეკუთვნოდა, რომელმაც 1999/2000 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 45 გოლი გაიტანა. სალაჰი, ფირმინო, მანეს ტრიომ კი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 29-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და რონალდო-ბენზემა-ბეილის რეკორდი მოხსნა.
შესვენების შემდეგ კარიუსმა ელ შაარავის დარტყმული ბურთი ცუდად მოიგერია, დამატებაზე ყველას ჯეკომ დაასწრო და 2:2. 63-ე წუთზე კი ელ შაარავის დარტყმული ბურთი ალეკსანდერ არნლონდს ხელზე მოხვდა, რაც მსაჯმა ვერ დააფიქსირა.
მერსისაიდელებმა რომაელთა შტურმი მოიგერიეს, იქით შეუტიეს და ფირმინოს ალისონმა არ დაანება მესამე გოლის გატანა. სამაგიეროდ 86-ე წუთზე ყუმბარისებრი დარტყმით ნაინგოლანმა ანგარიში 3:2 გახადა, ხოლო კომპენსირებულ დროში მანვე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და შეხვედრა 4:2 დასრულდა.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ 2:4 წააგო, "ლივერპული" ფინალში გავიდა და 26 მაისს კიევში "რეალს" შეხვდება. თუმცა, ასეთი დაცვით ძალიან გაუჭირდება ბლანკოსთან თამაში.
რომი. "ოლიმპიკო". 61 889 მაყურებელი
რომა - ლივერპული 4:2
გოლები: 0:1 მანე (9), 1:1 მილნერი (15, ავტოგოლი), 1:2 ვაინალდუმი (26), 2:2 ჯეკო (52), 3:2 ნაინგოლანი (86), ნაინგოლანი (90+3, პენ)
რომა: ალისონი, კოლაროვი, მანოლასი, ფასიო, ფლორენცი, დე როსი (გონალონი 69), პელეგრინი (უნდერი 53), ნაინგოლანი, ელ შაარავი (ანტონუჩი 75), შიკი, ჯეკო
ლივერპული: კარიუსი, ვან დეიკი, ლოვრენი, ალეკსანდერ-არნოლდი (კლაინი 90+2), რობერტსონი, მილნერი, ჰენდერსონი, ვაინალდუმი, სალაჰი, ფირმინო (სოლენკე 87), მანე (კლავანი 82)
მატჩის შემდგომი კომენტარები:
▶ ეუსებიო დი ფრანჩესკო: შეცდომებისთვის დავისაჯეთ
▶ იურგენ კლოპი: მერე რა, რომ ფინალში გავედით, ასე თამაში არ შეიძლება
▶ "რომას" დირექტორი: ვიდეოგამეორება რომ გამოეყენებინათ, ფინალში ჩვენ და "ბაიერნი" გავიდოდით
▶ ფედერიკო ფასიო: ორი პენალტი არ მოგვცეს
00:42 03-05-2018
ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი: "ლივერპულმა" 4 გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
პეენალტი რომ დაედო და თან გაეგდო ელშას დარტყმის შემდეგ რომა გავიდოდა ამოტომაც უნდა იყოს ვიდეო გამეორება ეგრე არ შეიძლება მსაჯის შეცდომები ღუპავენ გუნდებს თან ესეთ მნიშვნელოვან მატჭში ეგრე არ შეიძლება .
17
4
ბებიას ... ბაბუა იქნებოდაო. ეხლა დაიცკებენ რომ დაედო რომ გადაედოოოო ლივერპული აშკარად ჯობდა და გავიდა დადებულ არდადებული არაფერს შეცვლიდა
3
1
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული