სერხიო რამოსი: სალაჰის თუ მეშინია? ის მხოლოდ ერთ-ერთია 11 ფეხბურთელიდან

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველსა და კაპიტანს, სერხიო რამოსს კითხვა მოჰამედ სალაჰის შესახებ დაუსვეს, თუ რამდენად ეშინია მას ეგვიპტელთან დაპირისპირების.

"მეშინია თუ არა სალაჰის? - ყველამ ვნახეთ, თუ რა შეუძლია მას, მაგრამ ის 11 ფეხბურთელიდან ერთ-ერთია.

მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი დიდებული ფეხბურთელის წინააღმდეგ მითამაშია. რა თქმა უნდა, სალაჰს პატივს ვცემ, მაგრამ შიში ხმამაღალი ნათქვამია.

ჩემპიონთა ლიგის დაწყებისას ვერავინ იფიქრებდა, რომ "ლივერპული" ფინალში გავიდოდა, მაგრამ მათ ეს მოახერხეს და ეს ყველაფერი დაიმსახურეს.

მადრიდის "რეალი" აპირებს, ტიტული კიდევ ერთხელ შეინარჩუნოს", - აღნიშნა რამოსმა.

▶ იურგენ კლოპი: ეს სიგიჟეა, მაგრამ ჩვენ კიევში მიფრინავთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული