მათე ცინცაძე: გასვლაზეც ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მიერ "შერიფის" ძლევის შემდეგ, მათე ცინცაძემ კომენტარი გააკეთა.


- სამი დღის შეკრებილი გუნდია "ტორპედო", ჩვენს მატჩს დადებითად შევაფასებდი. მადლობას ვუხდი სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს, ასევე ფეხბურთელებს, ვინც ითამაშა და არ ითამაშა. ძნელია, როცა წნეხის ქვეშ ხარ, რადგან ბოლო წლების შედეგებიდან გამომდინარე, სულ დიდი კრიტიკა იყო. ეს ყველაფერი არაა დამთავრებული და ერთ კვირაში გასვლაზეც ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს.


ძნელია სამ დღეში შეთამაშება, მაგრამ ბიჭებმა ადაპტაციაში ხელი შემიწყვეს, რაც გამოჩნდა კიდევაც.  რაც შეეხება ჩემს მეწყვილეს მარეკ გლინკა ძალიან კარგი ფეხბურთელია, იცის თამაში და ყველანაირად გიგებს.
გამიხარდა, რომ ასეთ გუნდში მოვხვდი და იმედი მაქვს, წარმატებასაც მივაღწევთ.

altგიორგი ქიმაძე: ჯერ არაფერი გადაწყვეტილა

altკახა ჩხეტიანი: შეიძლება შემდეგი შეხვედრისთვის თავდამსხმელის დამატებაც მოესწროს

alt"შერიფის" მწვრთნელი: ჩვენ შეგვიძლია უკეთესი შედეგის დადება და ამას გავაკეთებთ!

altარის! ქუთაისის "ტორპედომ" ტირასპოლის "შერიფი" დაამარცხა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული