"სპარტაკის" ექსპრეზიდენტი: თანასწორობის აღსადგენად მოსკოვში ორი ბერძენი დავთეთქვოთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში პაოკ-მა სალონიკში 3:2 დაამარცხა "სპარტაკი" და ბერძენმა ფანებმა ორ რუს ჟურნალისტს სცემეს, რომლებიც გამომწვევად იქცეოდნენ. ამ ფაქტს მოსკოვური კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ანდრეი ჩერვიჩენკო გამოეხმაურა.

"მე ვამბობდი, რომ იქ ხალხი გადარეულია, ბერძნები ფეხბურთზე ჭკუას კარგავენ. აქ შეიძლება ბიბლიურ კანონს გვერდი ავუაროთ და მარჯვენა ლოყა არ მივუშვიროთ - მოსკოვში ერთი-ორი მათი ჟურნალისტი დავთეთქვოთ (набуцкать).

ესეც მხოლოდ თანასწორობის აღსადგენად. ჩვენთვის დიდი შვება არაა, რომ მათ დასჯიან".

alt"სპარტაკის" ჟურნალისტები სალონიკში გალახეს, პაოკ-მა კი თამაში 0:2-დან შემოუტრიალა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული