მასიმილიანო ალეგრი: ვიდეოგამეორება მსაჯს რონალდოს გაძევების ეპიზოდში დაეხმარებოდა

AutoSharing Option
"იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ვალენსიასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გააკეთა კომენტარი.

"ბიჭები შესანიშნავად გაისარჯნენ. რონალდოს გაძევებამდეც გვქონდა გოლის გატანის შესაძლებლობები. ინიციატივას თავიდანვე დავეუფლეთ.

ბუნებრივია, რონალდოს გაძევების შემდეგ დაძაბულობამ იმატა. აქ თამაში ადვილი არაა, რადგან "ვალენსია" აგრესიული გუნდია, ატმოსფერო კი დაძაბულია. ჩემმა ფეხბურთელებმა მოახერხეს მეტოქის შეტევების განეიტრალება. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ვიდეოგამეორება მსაჯს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებოდა. ასეთი ინციდენტის შემდეგ კაცნაკლულად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იმედგაცრუებაა.
შეიძლებოდა დავმრცხებულიყავით კიდეც და რონალდო მომავალ შეხვედრებში დაგვაკლდება".

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: რონალდო გააძევეს, "მანჩესტერ სიტის" გარდა

კი ყველა ფავორიტმა გაიმარჯვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული