ჩემპიონთა ლიგა. II ტური: კვირკველიას "ლოკომოტივი" "შალკესთან" დამარცხდა, პსჟ-მ კი "ცრვენა ზვეზდა" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
3 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მეორე სათამაშო დღეს პსჟ-მ სახლში "ცრვენა ზვეზდა" გაანადგურა, ხოლო "ლოკომოტივი" მოსკოვში დამარცხდა ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "შალკესთან".

"ლოკომოტივი" ამ სეზონში ერთობ უხეიროდ ასპარეზობს და ამჯერადაც დამარცხდა. მეორე ტაიმში სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ და 88-ე წუთზე მაკენმა თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა. "ლოკოს" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

მოსკოველთა მცველმა იდოვუმ აღიარა, რომ გაშვებული გოლი მისი ბრალია და ბოდიში მოიხადა.


რაც შეეხება პსჟ-ს, აბუჩად აიგდო "ცრვენა
ზვეზდა". ჰეთ-თრიკი ნეიმარმა შეასრულა. მან 2 გოლი საჯარიმოდან გაიტანა.


D ჯგუფი
მოსკოვი. "რზდ არენა". 21 471 მაყურებელი
ლოკომოტივი - შალკე 0:1
გოლი: 0:1 მაკენი (88)

ლოკომოტივი: გილერმე, ჰიოვედესი, კვირკველია, იდოვუ, ფერნანდესი, იგნატიევი, კრიხოვიაკი, ბარინოვი, ალ. მირანჩუკი (ჟამალეტდინოვი 83), ან. მირანჩუკი (დენისოვი 72), ედერი

შალკე: ფაჰრმანი, ნალდო, სანე, მენდი, რუდი (ბენტალები 55), კალიჯური, კონოპლიანკა, მასკარელი (სერდარი 46), მაკენი, უტი, ემბოლო (ბურგსტალერი 72)

C ჯგუფი
პარიზი. "პარკ დე პრენსი". 39 979 მაყურებელი
პსჟ - ცრვენა ზვეზდა 6:1
გოლები: 1:0 ნეიმარი (20), 2:0 ნეიმარი (22), 3:0 კავანი (37), 4:0 დი მარია (41), 5:0 მბაპე (70), 5:1 მარინი (74), 6:1 ნეიმარი (81)

პსჟ: არეოლა, ტიაგო სილვა (კეჰრერი 76), მუნიე, ბერნატი, კიმპემბე, დი მარია, ვერატი, რაბიო, კავანი, ნეიმარი (დრაქსლერი 82), მბაპე (ჩუპო მოტინგი 76)

ცრვენა ზვეზდა: ბორიანი, სავიჩი (ბაბიჩი 46), როდიჩი, დეგენეკი, სტოიკოვიჩი, მარინი, კრისტიჩიჩი, ჩაუშიჩი, სიმიჩი (პავკოვი 46), იოვიჩიჩი, ნაბუჰანე (ებეცილიო 73)

მკითხველის კომენტარები / 2 /
"შალკეს" ბუნდესლიგის აუტსაიდერად მოხსენიება ცოტა უხერხული ხო არაა??
გიორგიპირველი
18:53 04-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული