იურგენ კლოპი: დავმარცხდით და ამაში თავად ვართ დამნაშავენი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ნაპოლისთან" წაგება 0:1 "ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა შემდეგნაირად ახსნა.

"მომენტები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. არასწორად ვიყავით მოედანზე განლაგებულნი და არასწორად ვმოქმედებდით. ასეთ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნებაა საჭირო, რაც ვერ მოვახერხეთ. ბურთს კარგად ვერ ვაკონტროლებდით.

გასვლაზე 0:0 ნორმალური იქნებოდა, მაგრამ ბოლოს შეცდომა დავუშვით და წავაგეთ.

ხანდახან ფირმინო და მანე ბურთს ზედმეტად ათრევდნენ, როდესაც ეს ხდება, გუნდი ვერ უტევს.

უკეთ გვინდა თამაში, თუმცა შედეგის მიღწევა ნებისმიერ შემთხვევაში გვსურს. დღეს ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვიძლია. დავმარცხდით და ამაში თავად ვართ
დამნაშავენი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული