კარლო ანჩელოტი: მერტენსს უფრო ადრე რომ გაეტანა, ნაკლებს ვიწვალებდით

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ლივერპულთან" (1:0) ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მთელი შეხვედრის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით. თამაშს ვაკონტროლებდით, მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით, განსაკუთრებით, დაცვაში და "ლივერპულს" პრაქტიკულად სახიფათო მომენტების შექმნის საშუალება არ მივეცით.

შანსები გვქონდა, რომ უფრო ადრე გაგვეტანა. საჭირო დროს გავიტანეთ. მერტენსს უფრო ადრე რომ გაეტანა, ნაკლებს ვიწვალებდით (იღიმის).

ზუსტად ასეთ თამაშს ელოდება ყველა. გუნდის ოსტატობა სახეზეა, მაგრამ ზეწოლა დაძაბულობას ქმნის და ხელს გვიშლის, ვითამაშოთ ისე, როგორც საჭიროა. იმედია, ეს გამარჯვება თავდაჯერებულობას შეგვმატებს და უფრო თავისუფლად თამაშის საშუალებას
მოგვცემს", - თქვა ანჩელოტიმ Sky Sport Italia-სთან საუბარში.

altიურგენ კლოპი: დავმარცხდით და ამაში თავად ვართ დამნაშავენი

altჩემპიონთა ლიგა. II ტური: "ბარსელონას" ლამაზი გოლები "ტოტენჰემთან" და "ლივერპულის" მარცხი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული