ჩემპიონთა ლიგა. III ტურის წინ: რონალდო "მანჩესტერში", პოგბა "იუვეს" წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები E-H ჯგუფებში გაიმართება.

ყველაზე დიდ ინტერესს მანჩესტერული მატჩი იწვევს - ტურინის "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედთან" სათამაშოდ "ოლდ ტრაფორდზე" ჩადის. კრიშტიანო რონალდო და პოლ პოგბა ყოფილი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ.

"იუვენტუსმა" სეზონი კარგად დაიწყო - ორი ტურის შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდს ქულათა მაქსიმუმი, 6 ქულა აქვს. ჟოზე მოურინიოს კრებულს კი 4 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.

ორივე გუნდი ჯგუფის ფავორიტია და დიდი ალბათობით, პლეი-ოფშიც ვნახავთ. ამ ორი გუნდის ურთიერთდაპირისპირებების ისტორიაში სრული თანაფარდობაა - გუნდები აქამდე
12-ჯერ ეთამაშნენ ერთმანეთს და მათ 5-5 მატჩი მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა. ბურთების თანაფარდობაც კი ტოლი აქვთ - 15:15.

"ოლდ ტრაფორდი" მოუთმენლად ელის კრიშტიანო რონალდოს თამაშს. პორტუგალიელი ვარსკვლავად მანჩესტერში იქცა და იქაურობა ძალიან უყვარს. იგი "იუნაიტედიდან" 2009 წელს "რეალში" თითქმის 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

ახლა რონალდო სულ სხვა გუნდის, "იუვენტუსის" მაისურით ითამაშებს "ოცნებათა თეატრში". კრიშტიანოს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუსრულდა, რომელიც მან "მესტალიაზე" გაძევებისთვის მიიღო.

ასევე ძალზე საინტერესო იქნება პოლ პოგბას თამაში "იუვენტუსის" წინააღმდეგ - ფრანგმა ხომ 2012-16 წლები ტურინში გაატარა. მანამდე ის მანჩესტერის ფეხბურთელი იყო და 2016-ში ისევ დაუბრუნდა "ოლდ ტრაფორდს".

"იუვეს" მანჯუკიჩი დააკლდა
მასპინძლებს არ ეყოლებათ ალექსის სანჩესი, ვერ ითამაშებენ ჯესი ლინგარდი და მარკოს როხო. საეჭვოა მარკუს რაშფორდის, მარუან ფელაინისა და დიოგო დალოტის თამაში.

"იუვენტუსის" ბანაკში ვერ ვნახავთ მარიო მანჯუკიჩს, სამი ხედირასა და დანიელე რუგანის. სამივე ტრავმირებულია. თამაშის უფლება არა აქვს ლეონარდო სპინაცოლას. აქედან საკვირველი ხორვატის გამოკლებაა, რომელმაც ტრავმა მიიღო.

პრესკონფერენცია
ჟოზე მოურინიო ("მანჩესტერის" მწვრთნელი): "ისინი ლიგის ფინალებში გადიოდნენ. მათ ბოლოს 7 სკუდეტო მოიგეს და მათ ჰყავთ მართლაც განსაკუთრებული ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო, რომელსაც შეუძლია მატჩის ბედის განსაზღვრა. შეფიქრიანებული ვარ, რადგან "იუვენტუსი" ამ სეზონში ლიგის მოგების მხოლოდ რიგითი ფავორიტი არ არის, მეტია. მაგრამ "იუნაიტედმა" ბოლო ორ თამაშში აჩვენა, თუ როგორ სურს და როგორ შეუძლია თამაში. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ "იუვესთან" უნდა ვცადოთ".

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ორივე გუნდში მრავლად არიან საინტერესო ახალგაზრდები, რომელთათვისაც ეს უდიდესი ტესტი იქნება. ოთხი მცველით ვითამაშებთ. მე უკვე მოფიქრებული მაქვს, ვინ ჩაანაცვლებს ტრავმირებულ მანჯუკიჩს".

კრიშტიანო რონალდო ("იუვენტუსი"): "ჩვენ ახლა ჯგუფში შესანიშნავ სიტუაციაში ვართ და ხვალინდელი გამარჯვება პლეი-ოფს მიგვაახლოებს. ძალიან რთული ბრძოლა გველის. "მანჩესტერ იუნაიტედი" ძლიერი გუნდია, მაგრამ თუ ისე ვითამაშებთ, როგორც მწვრთნელს ჩვენგან სურს, ჩვენ ამ თამაშის მოგების კარგი შანსი გვექნება. რა თქმა უნდა, არაფრით არ შეიძლება მეტოქის შეუფასებლობა".

ფაქტები
  • ურთიერთდაპირისპირებები - 12 მატჩი. 5-5 მოგება, 2 ფრე, 15:15.
  • "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 საგარეო მატჩი მოიგო.
  • "იუვენტუსის" სტატისტიკა ინგლისში: 4 მოგება, 6 ფრე, 12 წაგება.
  • "იუვენტუსის" ბოლო 6 მატჩიდან 5-ში ლიგაზე 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
  • ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედის" 12 მატჩიდან 8-ში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.

E ჯგუფი
აეკ-ბაიერნი 20:55
სავარაუდო შემადგენლობები
აეკ (4-4-1-1): ბარკასი - ბაკაკისი, ოიკონომუ, ლამბოროპულოსი, ჰალტი - ბაკასეტასი, სიმოეში, გალანოპულოსი, მანტალოსი - კლონარიდისი - პონსე
ბაიერნი (4-5-1): ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, მიულერი, გორეტცკა, რობენი, ხამეს როდრიგესი - ლევანდოვსკი

აიაქსი-ბენფიკა 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, ვიობერი, დე ლიხტი, ბლინდი - შიონე, დე იონგი, ზიეხი - ნერესი, დოლბერგი, ტადიჩი
ბენფიკა (4-3-3): ვლახოდიმოსი - ა. ალმეიდა, ჟარდელი, კონტი, გრიმალდო - ფეისა, პიცი, გაბრიელი - სალვიო, სერვი, სეფეროვიჩი

F ჯგუფი
ჰოფენჰაიმი-ლიონი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
ჰოფენჰაიმი (3-4-3): ბაუმანი - ბიჩაკჩიჩი, ფოიტი, ადამსი - კადერჟაბეკი, გრილიში, დემირბაი, შულცი - ნელსონი, ჟოელინტონი, სალაი
ლიონი (4-4-2): ლოპეში - ტეტე, მარსელო, დენაირი, მენდი - ტუსარი, ნდომბელე, აუარი, ტრაორე - მ. დემბელე, დეპაი

შახტარი-სიტი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - მატვიენკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი - მაიკონი, სტეპანენკო - ველინგტონ ნემი, ალან პატრიკი, ფერნანდო - ჟუნიორ მორაეში
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, ლაპორტი, ზინჩენკო - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დ. სილვა - სტერლინგი, აგუერო, სანე

G ჯგუფი
რომა-ცსკა 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-2-3-1): ოლსენი - ფლორენცი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი - ნ"ზონზი, დე როსი - იუნდერი, პელეგრინი, ელ შაარავი - ჯეკო
ცსკა (5-1-3-2): პომაზუნი - ფერნანდეში, ბეკაუ, ჩერნოვი, მაგნუსონი, ნაბაბკინი - ახმეტოვი - ვლაშიჩი, ძაგოევი, ობლიაკოვი - ჩალოვი

რეალი-პლზენი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): ნავასი - ნაჩო, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ისკო, ბეილი, ბენზემა
პლზენი (4-5-1): ჰრუშკა - რჟეზნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი - პეტრჟელა, პროხაზკა, ჰორჟავა, ჰროშოვსკი, ზემანი - კრმენჩიკი

H ჯგუფი
იანგ ბოიზი-ვალენსია 20:55
სავარაუდო შემადგენლობები
იანგ ბოიზი (4-4-2): ვიოლფლი - მბაბუ, ლაუპერი, ფონ ბერგენი, ბენიტო - ფასნახტი, სოუ, სანოგო, სულეიმანი - ასალე, ოარო
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, მურილიო, გაბრიელ პაულისტა, ლატო - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, კოკლენი - გამეირო, ბატჩუაი

მანჩესტერი-იუვენტუსი 23:00
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, სმოლინგი, ბაილი, შოუ - ფრედი, მატიჩი, პოგბა - რაშფორდი, ლუკაკუ, მარსიალი
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი, დიბალა, რონალდო

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული