ჩემპიონთა ლიგა. III ტური: კვირკველია გააძევეს, "ბარსელონამ" მესის გარეშე "ინტერს" სძლია, პსჟ "ნაპოლისთან" წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
24 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

საბა კვირკველიას მოსკოვის "ლოკომოტივი" მოსკოვში საცობების გამო სტადიონზე ელექრტრომატარებლით მივიდა.

"ლოკომოტივს" მე-10 წუთზე შეეძლო დაწინაურება, მაგრამ ფერნანდესის დარტყმული პენალტი კასილიასმა მოიგერია, რის შემდეგაც "პორტუმ" ორი გოლი გაიტანა - თერთმეტმეტრიანით მარეგამ და ერერამ.

"რკინიგზელებმა" ერთი ბურთი კი გაქვითეს (ეს ამ ტურნირზე ამ გუნდის მიერ 2004 წლის შემდეგ გატანილი პირველი გოლია), მაგრამ შესვენების შემდეგ კორონამ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. 76-ე წუთზე საბამ ბურთი დაკარგა, მერე ერერა მოცელა, პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს და "ლოკომ" ზედიზედ მესამე
მატჩი წააგო.


ამავე D ჯგუფში "გალათასარაისა" და "შალკეს" შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

A ჯგუფში "დორტმუნდმა" საკუთარ მოედანზე 4:0 გააბითურა "ატლეტიკო" და 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია. რაც როხიბლანკოს სიმეონე უდგას სათავეში, ძირითად დროში 4 გოლი არასოდეს არ გაუშვია. "ბორუსიამ" ამ სეზონში 12 მატჩიდან 10 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.

B ჯგუფში "ბარსელონამ" ტრავმირებული მესის გარეშე 2:0 დაამარცხა "ინტერი" და სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

C ჯგუფში ანჩელოტის "ნაპოლიმ" პარიზში კომპენსირებულ დროში ხელიდან გაუშვა პსჟ-სთან გამარჯვება (2:2), "ლივერპულმა" კი "ენფილდზე" "ცრვენა ზვეზდა" 4:0 გაანადგურა. სალაჰმა დუბლი შეასრულა და "წითლებში" ჩატარებულ 65 მატჩში 50 გოლი გაიტანა.

A ჯგუფი
დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 66 099 მაყურებელი
დორტმუნდი - ატლეტიკო 4:0
გოლები: 1:0 ვიტცელი (38), 2:0 გერერო (73), 3:0 სანჩო (84), 4:0 გერერო (89)


B ჯგუფი
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 86 290 მაყურებელი
ბარსელონა - ინტერი 2:0
გოლები: 1:0 რაფინია (32), 2:0 ალბა (80)


C ჯგუფი
ლივერპული. "ენფილდი". 53 024 მაყურებელი
ლივერპული - ცრვენა ზვეზდა 4:0
გოლები: 1:0 ფირმინო (20), 2:0 სალაჰი (45), 3:0 სალაჰი (51, პენ), მანე (80)
გამოუყენებელი პენალტი: მანე (76)


პარიზი. "პარკ დე პრენსი". 46 234 მაყურებელი
პსჟ - ნაპოლი 2:2
გოლები: 0:1 ინსინიე (29), 1:1 მარიო რუი (61, საკ. კარში), 1:2 მერტენსი (76), 2:2 დი მარია (90+3)


D ჯგუფი
სტამბული. "ტელეკომი". 47 079 მაყურებელი
გალათასარაი - შალკე 0:0

მოსკოვი. "რზდ არენა". 16 034 მაყურებელი
ლოკომოტივი - პორტუ 1:3
გოლები: 0:1 მარეგა (26), 0:2 ერერა (35), 1:2 მირანჩუკი (38), 1:3 კორონა (47)
გამოუყენებელი პენალტი: ფერნანდესი (10, ლოკომოტივი)
გაძევება: კვირკველია (76)


altჩემპიონთა ლიგა. III ტური: პირველ ორ მატჩში ფრე დაფიქსირდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავთ ბარსას ლამაზ გამარჯვებას! ეს ერთი და სხვა მრავალი, წინ ბარსა! მესი დაგვიბრუნდი მალე.
გია
20:42 25-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული