მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ ჩემპიონთა ლიგაზე "ლოკოს" "პორტუსთან" განადგურებაზე (1:4) გააკეთა კომენტარი.
"რუსეთის ჩემპიონები უნდა გავხდეთ და ყველაფერი წესრიგში იქნება. არ წაუვიდათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. არ იყო გუნდი იქ საასპარეზოდ მზად.
ამ ტურნირისთვის სხვანაირად უნდა მოემზადო - ფეხბურთელთა სხვა შერჩევით, სხვა აურით. სიომინმა ეს ყველაფერი იცის, ეხერხება გუნდის მნიშვნნელოვანი მატჩებისთვის მომზადება და ვერ გეტყვით, რა მოხდა ამჯერად.
თამაშს მეგობრებთან ერთად ვუყურე და არ მომეწონა. გილერმემ ორი ბურთი ფეხებს შუა გაუშვა. მეკარე ასე არ უნდა მოქმედებდეს. მართალი გითხრათ, ძალიან
დამწყდა გული".