ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური: ვის დარჩება ბოლო საგზური?

AutoSharing Option
დღეს, 12 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდება. ცნობილი გახდება ყველა კლუბის ვინაობა, რომლებიც 2019 წლიდან პლეი-ოფში ჩაებმებიან, სხვებს კი ლიგა დაემშვიდობება...

E ჯგუფი: ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია, გარდა იმისა, თუ ვინ იქნება პირველი. "ბაიერნს" ამსტერდამში ფრეც ჰყოფნის საამისოდ. თუ "რეკორდმაისტერი" დამარცხდება, პირველი ადგილი ჰოლანდიურ კლუბს დარჩება. "ბენფიკა" ბრძოლას ევროპალიგაზე გააგრძელებს. აეკ-თან მატჩს არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ აქვს.

აიაქსი-ბაიერნი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): ონანა - მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო - დე იონგი, შიონე, ვან დე ბეეკი - ტადიჩი, ჰუნტელაარი, ნერესი
ბაიერნი (4-5-1): ნოიერი - რაფინია, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - კიმიხი, გორეტცკა, გნაბრი, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი

ბენფიკა-აეკ 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-3-3): ვლახოდიმოსი - ანდრე ალმეიდა, რუბენ დიაში, ჟარდელი, გრიმალდო - ფეისა, პიცი, ჟედსონი - რაფა, ჟივკოვიჩი, ჟონასი
აეკ (4-2-3-1): ბარკასი - ბაკაკისი, ჩიგრინსკი, ოიკონომუ, ჰალტი - ჩოშიჩი, გალანოპულოსი - გალო, კლონარიდისი, მანტალოსი - პონსე

F ჯგუფი: ამ ჯგუფში მხოლოდ "სიტის" აქვს თავი ქუდში. ინგლისელებს პირველი ადგილის დაკავება შეუძლიათ, თუ არ წააგებენ ან წააგებენ, მაგრამ პარალელურ მატჩში "ლიონი" ვერ მოიგებს. პირველ ადგილზე მეტად ფრანგებს საგზურის ბედი ანაღვლებთ. ამისთვის კიევში მათ არ უნდა წააგონ. "შახტარს" გამარჯვება მართებს, თუკი პლეი-ოფში გასვლა სურს. ფრე უკრაინელებს მხოლოდ ევროპალიგის პლეი ოფის საგზურს მოუტანს. პრინციპში, ეს წაგებითაც შეიძლება მოიპოვონ, თუკი "ჰოფენჰაიმი" ინგლისში ვერ მოიგებს. სამატჩო სავარაუდო შემადგენლობაში არ არის დავით ხოჭოლავა. ეს იმის მიუხედავად, რომ ორდეცი და რაკიცკი ვერ ითამაშებენ.

altდავით ხოჭოლავა: "ლიონის" თამაში დეტალურად განვიხილეთ და სათამაშოდ მზად ვართ

სიტი-ჰოფენჰაიმი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, კომპანი, დელფი - მაჰრეზი, ფერნანდინიო, ფოდენი - სანე, ჟეზუში, სტერლინგი
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ბიჩაკჩიჩი, ფოიტი, ჰიუბნერი - კადერჟაბეკი, გრილიში, შულცი, ცუბერი, კრამარიჩი - ჟოელტონი, ბელფოდილი

შახტარი-ლიონი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - ბუტკო, კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი - მაიკონი, სტეპანენკო - მარლოში, კოვალენკო, ტაისონი - ჟუნიორ მორაეში
ლიონი (3-5-2): ლოპეში - დენაიერი, მარესლო, რაფაელი - ტეტე, ნდომბელე, ფეკირი, აუარი, მენდი - ტრაორე, დეპაი

G ჯგუფი: ამ ჯგუფში მთავარი ინტრიგა მკვდარია - "რეალი" უკვე გარანტირებულად პირველია, ხოლო "რომა" - მეორე. აი, მათ მეტოქეებს კი დაუსწრებელი ბრძოლა აქვთ მესამე ადგილისთვის. "პლზენს" ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს ცსკა-სთან. ასე რომ, ჩეხებმა უბრალოდ რუსებზე უარესად არ უნდა ითამაშონ.

რეალი-ცსკა 21:55
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - მ. ლორენტე, მოდრიჩი, სებალიოსი - ლ. ვასკესი, ბენზემა, ბეილი
ცსკა (5-4-1): აკინფეევი - ფერნანდეში, ნაბაბკინი, ბეკაუ, მაგნუსონი, შენნიკოვი - ვლაშიჩი, ბისტროვიჩი, სიგურდსონი, ობლიაკოვი - ჩალოვი

პლზენი-რომა 21:55
სავარაუდო შემადგენლობები
პლზენი (4-2-3-1): ჰრუშკა - რჟეზნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, კოვარჟიკი - პროხაზკა, ჰროშოვსკი - პეტრჟელა, ჩერნაკი, კოპიჩი - ხორი
რომა (4-2-3-1): მირანტე - სანტონი, მარკანო, ჟუან ჟეზუში, ლუკა პელეგრინი - კრისტანტე, ძანიოლო - კლუივერტი, პასტორე, პეროტი - შიკი

H ჯგუფი: ჯგუფში მხოლოდ პირველადგილოსნის ბედია გასარკვევი. თუ "იუნაიტედი" ვერ მოიგებს, "იუვეს" თამაშს აზრი ეკარგება, ის ისედაც პირველია. თუ იტალიელები მოიგებენ, "იუნაიტედის" თამაშს აზრი არა აქვს. "ვალენსია" უკვე ევროპალიგის პლეი-ოფშია, ხოლო "იანგ ბოისი" ამ სეზონში ბოლო მატჩს ატარებს ევროთასებზე.

იანგ ბოისი-იუვენტუსი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
იანგ ბოისი (3-4-3): ფონ ბალამოსი - მბაბუ, ლაუპერი, ბენიტო - ფასნახტი, აებიშერი, ნგამალეუ, სულეიმანი - ნსამე, ასალე, ოარო
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, კანსელო - ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი - დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდო

ვალენსია-მანჩესტერი 23:59
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გარაი, დიაქაბი, ლატო - სოლერი, პარეხო, კონდოგბია, ჩერიშევი - მინა, როდრიგო
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - დალო, როხო, ჯონსი, იანგი - ფელაინი, მატიჩი, ფრედი - ლინგარდი, ლუკაკუ, რაშფორდი

ნიკოლოზ ნეფარიძე  (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული