უეფამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მატჩები უქმეებზე გადაიტანოს

AutoSharing Option
უეფამ შესაძლოა ევროთასების განრიგი შეცვალოს, - იტყობინება ესპანური გამოცემა AS.

ჩემპიონთა ლიგის მატჩები სამშაბათიდან და ოთხშაბათიდან შესაძლოა უქმეებზე გადავიდეს. ამის მაგივრად სამშაბათს და ოთხშაბათს ეროვნული ნაკრებების მატჩები გაიმართება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება სუპერლიგის შექმნის გამო მიიღეს, სადაც 16 ევროპული ტოპ-კლუბი ითამაშებს.

ეს დახურული ტურნირი იქნება და 11 კლუბი გავარდნისგან დაზღვეული იქნება. ესენი არიან: ლონდონის "არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", პსჟ, ტურინის "იუვენტუსი", "მილანი" და მიუნხენის "ბაიერნი".

5 კლუბი კი სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ესენია: მადრიდის "ატლეტიკო", დორტმუნდის "ბორუსია", "მარსელი", მილანის "ინტერი"
და "რომა".

შეგახსენებთ, რომ ადრე გახდა ცნობილი, რომ ევროპული ტოპ-კლუბები სუპერლიგის შექმნის იდეას განიხილავენ.

altჰოლანდიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი: სუპერლიგის შექმნის საშიშროება "ბაიერნისგან" კი არა "რეალისგან" მოდიოდა

altფიფა სუპერლიგის ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს აუკრძალავს

 

altკლოპი - სუპერლიგაზე: მიმზიდველია, რადგან ნაკლები თამაშებია და მეტი ფულია

altსუპერკლუბებმა ჩემპიონთა ლიგას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს - 2021 წლიდან სუპერლიგა გაიმართება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული