ჩემპიონთა ლიგაზე მეტად დაძაბული გამოდგა ამსტერდამში ჩატარებული "აიაქსისა" და "ბაიერნის" მატჩი (3:3).
მსაჯმა 65-ე წუთზე მასპინძელთა მცველი მაქსიმილიან ვოებერი გააძევა, ხოლო 75-ეზე სტუმართა თავდამსხმელი ტომას მიულერი.
მიულერმა მეტოქე გუნდის ნახევარმცველს ნიკოლას ტალიაფიკოს აკრობატულ ნახტომში თავში ფეხი ჩაარტყა.
აღსანიშნავია, რომ ტალიაფიკომ 95-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
E ჯგუფში "ბაიერნმა" პირველი ადგილი დაიკავა, "აიაქსმა" კი მეორე.