ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: პსჟ-მ ნეიმარისა და კავანის გარეშე "მანჩესტერს" სტუმრად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში პსჟ-მ გასვლაზე 2:0 სძლია "მანჩესტერს".

პსჟ-მ ამ შეხვედრის წინ მძიმე დანაკლისი განიცადა, ტრავმები მიიღეს თავდამსხმელებმა ნეიმარმა და კავანიმ, ხოლო "მანიუს" ყოფილმა ფეხბურთელმა კანტონამ თქვა, რომ მანკუნიანელები ისე შეჭამდნენ პარიზელებს, როგორც თავად მიირთმევს ბაყაყებს.
პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, არც ერთ გუნდს არ ჰქონია ნაღდი მომენტი და უგოლოდ დასრულდა.

ტრავმების გამო "იუნაიტედის" მენეჯერს სოლსკიაერს შესვენებაზე გასვლის წინ ლინგარდის, ხოლო შესვენებაზე მარსიალის შეცვლა მოუხდა. 53-ე წუთზე კი დი მარიას პასით კომპებმბემ "პარი სენ ჟერმენი" დააწინაურა. შემდეგ ალვესმა
ვერ გამოიყენა დე ხეას კარის აღების კარგი შესაძლებლობა. თუმცა, პსჟ-მ მაინც გაიტანა მეორე გოლი. თავი მბაპემ გამოიჩინა და საგოლე გადაცემა ისევ დი მარიამ გააკეთა.

რაც სოლსკიაერი დაინიშნა მწვრთნელად, "მანჩესტერმა" პირველი მარცხი განიცადა (იქამდე 11-დან 10 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა) და ისიც ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში.

აღსანიშნავია, რომ მატჩი უხეში იყო, მსაჯმა ფეხბურთელებს 10 ყვითელი ბარათი უჩვენა და 89-ე წუთზე პოგბა გააძევა.

მოკლედ, "მანიუმ" 0:2 წააგო და 7 მარტს "პარკ დე პრენსზე" ჩასატარებელი განმეორებითი მატჩის წინ უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა.

ცნობისათვის, პლეი-ოფში 0:2-ზე და უფრო დიდი ანგარიშით შინ დამარცხებული გუნდი ჯერ არასოდეს არ გასულა შემდეგ ეტაპზე.

ბუფონი მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე 41 წლის ასაკში ითამაშა. ადრე ამ ასაკში მარკო ბალოტამ, მარკ შვარცერმა და ალეკსანდრ შოვკოვსკიმ იასპარეზეს.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 054 მაყურებელი
მანჩესტერი - პსჟ 0:2
გოლები: 0:1 კიმპემბე (53), 0:2 მბაპე (60)
გაძევება: პოგბა (89)

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი,ლინდელეფი, ბაიი, შოუ, მატიჩი, ერერა, პოგბა, ლინგარდი (სანჩესი 45+4), მარსიალი (მატა 46), რეშფორდი (ლუკაკუ 84)

პსჟ: ბუფონი, კერერი, სილვა, კიმპემბე, ბერნატი, მარკინიოსი, ვერატი (პარედესი 75), ალვესი, დრაქსლერი, დი მარია (დაგბა 81), მბაპე

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოიგო იმან ვისაც უნდა მოეგო სახლშიც აიწევა მანიუ
ფენომენო
15:06 13-02-2019
0
ესეც თქვენი სოლსკიაერი თუ სოლშერი, ეგ სულერთია! ვამბობდი, რომ მაგის ვაჟკაცობა ამ კვირაში გამოჩნდება-თქო (ანუ პსჟ-სთან და ლივერპულთან). პირველი ტესტი აშკარად ვერ ჩააბარა და მეორე კი კვირა დღეს გამოჩნდება
სიმართლე
12:05 13-02-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული