სერხიო რამოსმა აღიარა, რომ ყვითელი ბარათი სპეციალურად მიიღო, შემდეგ კი გადათქვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის 89-ე წუთზე "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა "აიაქსის" ფეხბურთელი კასპერ დოლბერგი მოედნის ცენტრში მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ტურნირზე მისი მესამე გაფრთხილებაა და ამსტერდამულ გუნდთან განმეორებით შეხვედრას გამოტოვებს.  ბევრი თვლის, რომ ეს მან განზრახ გააკეთა.

აი, რა დაწერა მან ტვიტერზე:"შედეგიდან გამომდინარე, მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ეს სპეციალურად არ გავაკეთე. ამაზე თამაშისას ვფიქრობდი. ეს იმის გამო არ გამიკეთებია, რომ მეტოქეს არ ვაფასებ, თუმცა საქმე მოვუთავეთ. უბრალოდ, ეს ფეხბურთია და რთული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო".

შემდეგ სერხიო მიხვდა,
რომ შეცდომა დაუშვა და ნათქვამი გადათქვა:"თამაშისას ბევრი დაძაბული და მოულოდნელი მომენტია. გადაწყვეტილებას წამებში იღებ. ამ მატჩის საუკეთესო შედეგი თავად შედეგია. უარესი - რომ გუნდს მადრიდში ვერ დავეხმარები.

მინდა განვმარტო, რომ ყვითელი ბარათი გამიზნულად არ მიმიღია. ისევე როგორც "რომასთან". გუნდს ტრიბუნიდან დავუჭერ მხარს".

თუმცა, უეფამ შეიძლება ის არა ერთმატჩიანი, არამედ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.





მკითხველის კომენტარები / 1 /
საქმე მოუთავეთო რომ იძახი 2-1 საქმის მოთავება გგონია? რადგან მადრიდში თამაშობ, აიაქსს რაც შანსები ქონდა 4 გოლი მაინც უნდა გაეტანა მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს, იმედია მადრიდშიც ესე კარგად ითამაშებენ როგორც ამსტერდამში და შანსებსაც გამოიყენებენ და მერე ნახავ როგორ გაქ მოთავებული საქმე რამოს.
beso
16:28 15-02-2019
0

სიახლეები პოპულარული