მცველი დეიან ლოვრენი და თავდამსხმელი რობერტო ფირმინო "ლივერპულს" "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ვერ დაეხმარებიან.
მათ დღეს გუნდის ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ. ლოვრენმა ტრავმა ვერ მოირჩინა, ფირმინო კი ავადაა.
ამას გარდა, "ბაიერნთან" დისკვალიფიკაციის გამო ვირგილ ვან დეიკი ვერ ითამაშებს, ხოლო ჯო გომესი ტრავმირებულია.
როგორც ვარაუდობენ, დაცვის ცენტრში მწვრთნელი იურგენ კლოპი ფაბინიოსა და ჟოელ მატიპს დააყენებს.
"ლივერპულისა" და "ბაიერნის" მატჩი 19 თებერვალს გაიმართება.
"ლივერპულისა" და "ბაიერნის" მატჩი 19 თებერვალს გაიმართება.