ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან" ნამატჩევს (2:0) "მარკას" თავისი მოსაზრება "ატლეტიკოს" კაპიტანმა დიეგო გოდინმა გაუზიარა.
"შესანიშნავი შედეგია, 2 გოლი გავიტანეთ და გავიმარჯვეთ. არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო. ეს უკვე წარსულია. ახლა მომავალი შეხვედრისთვის მომზადება გვმართებს.
თამაშის სისწრაფიდან გამომდინარე, ძნელია ვიდეოგამეორებები აღიქვა. ტელევიზორიდან ყველაფერი მარტივად მოჩანს. ჩვენ მსაჯის და ვიდეოგამეორების მიერ შექმნილი ყველა სირთულეები გადავლახეთ".