BBC-ის ცნობით, მოპარულია საათები, მობილური ტელეფონები და ავტომობილების გასაღებები.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან.
სენეგალელი ფეხბურთელი 2017 წლის ნოემბერში, "მარიბორთან" მატჩის დროსაც გაქურდეს. დამნაშავე ახლოს მდებარე დეიან ლოვრენის სახლში შესვლასაც ცდილობდა, თუმცა მეზობელმა ქალმა პოლიცია გამოიძახა.
რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" განელი თავდამსხმელის, კევინ-პრინს ბოატენგის სახლიც გაძარცვეს, საიდანაც 300 000 ევროს ღირებულების ქონება მოიპარეს.
"ვალიადოლიდთან" თამაშის დროს ბოატენგის სახლი გაძარცვეს - მოპარულია 300 000 ევროს ღირებულების ქონება