სადიო მანეს სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც ის "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშობდა

AutoSharing Option
19 თებერვალს, მაშინ, როდესაც სადიო მანე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბაიერნის" წინააღმდეგ თამაშობდა, მისი სახლი გაქურდეს.

BBC-ის ცნობით, მოპარულია საათები, მობილური ტელეფონები და ავტომობილების გასაღებები.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან.

სენეგალელი ფეხბურთელი 2017 წლის ნოემბერში, "მარიბორთან" მატჩის დროსაც გაქურდეს. დამნაშავე ახლოს მდებარე დეიან ლოვრენის სახლში შესვლასაც ცდილობდა, თუმცა მეზობელმა ქალმა პოლიცია გამოიძახა.

რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" განელი თავდამსხმელის, კევინ-პრინს ბოატენგის სახლიც გაძარცვეს, საიდანაც 300 000 ევროს ღირებულების ქონება მოიპარეს.

alt"ვალიადოლიდთან" თამაშის დროს ბოატენგის სახლი გაძარცვეს - მოპარულია

300 000 ევროს ღირებულების ქონება
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველები იქნებოდნენ......
s.s.
14:18 21-02-2019
0
სპეციალურად ხო არ ჩალიჩობენ თვითონ დაზღვევის მისაღებად, აბა რა გახდა ერთი სიგნალიზაცია და კამერა))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული