ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. "ტოტენჰემმა" "დორტმუნდს" ისევ სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ტოტენჰემმა" "დორტმუნდს" 1:0 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ლონდონში 0:3-ის წაგების შემდეგ "დორტმუნდი" ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა. მასპინძლები ბევრს უტევდნენ და მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ლორისი.

შესვენების შემდეგ კეინმა ბიურკის გოლი გაუტანა და ყველაფერი დასრულდა.

დორტმუნდი. "სიგნალ იდუნა პარკი". 66 099 მაყურებელი
დორტმუნდი - ტოტენჰემი 0:1
გოლი: კეინი (49)

დორტმუნდი: ბიურკი, დიალო, აკანჯი, ვაიგლი, გერეირუ (პულიშიჩი 62), ვიტსელი, გიოტცე, სანჩო, ვოლფი (ლარსენი 62), როისი (დილეინი 74), ალკასერი

ტოტენჰემი: ლორისი, ორე, ალდერვეირელდი, სანჩესი,
ვერტონგენი, დევისი, უინკსი (დაიერი 55), სისოკო, ერიკსენი (როუზი 83), სონი (ლამელა 71), კეინი
მკითხველის კომენტარები / 1 /
დორტმუნდმა ტრადიციულად დაამთავრა - ერთი ბუნდესლიგის იმედზეა და იქაც დაეწია ბაიერნი. არ მესმის ასე წყალში როგორ უნდა გადაყაროს გუნდმა მთელი წლის შრომა :((((
:))))
02:20 06-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული