"რომას" პრეზიდენტი მსაჯობაზე: ისევ გაგვძარცვეს, მე ვნებდები

AutoSharing Option
"რომას" პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში "პორტუსთან" განცდილი მარცხის შემდეგ (1:3) მსაჯობით უკმაყოფილება გამოთქვა.

"ერთი წლის წინ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაში VAR-ის შემოღებას ვითხოვდით, იმიტომ, რომ "ლივერპულთან" ნახევარფინალში მოგვატყუეს. დღეს კი, ახლა უკვე VAR-ის პირობებში, ისევ გაგვძარცვეს.

პატრიკ შიკი საჯარიმოში წააქციეს, ეს VAR-ზეც გამოჩნდა - და არანაირი რეაქცია. ამ ყველაფერმა უკვე დამღალა. მე ვნებდები", - განაცხადა პალოტამ.

მომზადებულია რომას ოფიციალური "ტვიტერის" მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერზე და ყველაფრის წერა შეგვიძლია. ოფიციალურ პირს კი, პასუხი უნდა აგებინონ. რომა მომწონს ზოგადად, მაგრამ პალოტას სირობა გაურკვეველია: 10 ჯერ გაიმეორეს და მეც რამოდენიმეჯერ გადავახვიე - შიკი სიმულაციისთვის გასაყვითლებელი იყო, ასევე ჯეკოც. ჯეკოც, დიახ. 1 ყვითელი პეპესთან არასპორტული საქციელისთვის და მეორე სიმულანტობისთვის. ჯამში 1 წითელი გამოვიდოდა. ძალიან კარგი კომენტარი გააკეთეს რეპორტაჟის დროს ჩვენებმა: მაისური დაქაჩვისთვის ჯარიმა რომ ნაღდია და საჯარიმოში კი პენალტი, ჭკუას ასწავლის მომავლისთვის ფეხბურთელებს. თორე გოლი რომ არ გავიდოდა 100%-იანია, ვერ უსწრებდა. ჰო და პალოტამ ჯობია გუნდს წესიერი მოქცევა ასწავლოს. თორემ საათებს კარგავენ იმის სასწავლებლად, ვისთან როგორი პროვოკაცია ჩაიდინონ. მაგალითად პეპე! ოჰ, ეს ცუდი ბიჭი! წაწვა ჯეკო და გაეგდო უნდა მსაჯს. ის კი ავიწყდებათ - VAR-ი რომ არის. გადაამოწმებენ და მას გააგდებენ.
alexandre
16:33 07-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული