14 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ლივერპულმა" სტუმრად "ბაიერნს" 3:1 სძლია და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ანგარიში მე-14 წუთზე მანემ ნოიერის შეცდომის შედეგად გახსნა, 39-ე წუთზე კი გნაბრის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მატიპმა ჩაჭრა.
მეორე ტაიმში კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ვან დეიკმა ნოიერის კარში გადაგზავნა, მერე მანემ დუბლი შეასრულა და ყველაფერი დასრულდა.
ჩემპიონთა ლიგას ყველა გერმანული კლუბი გამოეთიშა, პრემიერლიგის ოთხი წარმომადგენელი კი მეოთხედფინალში გავიდა. ეს უკანასკნელად 10 წლის წინ მოხდა.
ვან დეიკი ერთადერთი ცენტრალური მცველია, რომელმაც ამ სეზონში ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
მანემ ბოლო 10 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.
ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა.
მიუნხენი. "ალიანს არენა". 70 000 მაყურებელი
ბაიერნი - ლივერპული 1:3
გოლები: 0:1 მანე (26), 1:1 მატიპი (39 საკ. კარში 39), 1:2 ვან დეიკი (69), 1:3 მანე (84)
ბაიერნი: ნოიერი, ზიულე, ალაბა, რაფინია, ჰუმელსი, მარტინესი (გორეცკა 72), ალკანტარა, ხამესი (სანშესი 79), გნაბრი, რიბერი (კომანი 61), ლევანდოვსკი
ლივერპული: ალისონი, მატიპი, რობერტსონი, ალეკსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, მილნერი (ლალანა 87), ჰენდერსონი (ფაბინიო 13), ვეინალდუმი, მანე, სალაჰი, ფირმინო (ორიგი 83)
რობერტ ლევანდოვსკი: გაბრაზებული ვარ, მეტი მონდომებით უნდა გვეთამაშა
ჩემპიონთა ლიგის ყველა 1/4-ფინალისტი გაირკვა - კენჭისყრა 15 მარტს გაიმართება