პაველ ნედვედი - რონალდოს ჟესტზე: "ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს რონალდოს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" დირექტორმა პაველ ნედვედმა თავდამსხმელ რონალდოს შესაძლო დისკვალიფიკაციაზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც "ატლეტიკოსთან" მატჩში დიეგო სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა.

"არ მეშინია, რომ რონალდოს დისკვალიფიკაციით დასჯიან. ეს ჟესტი მოედანზე უნდა დარჩეს. ფეხბურთელთა ემოციები იქვე უნდა დარჩეს.

რონალდოს მადრიდში შეურაცხყოფა მიაყენეს. "ატლეტიკოს" ფანებმა ტურინშიც იგივე გაიმეორეს. ყველაფერი მესმის, მაგრამ მოდით, წინ ვიაროთ ყოველგვარი დისკვალიფიკაციების გარეშე.

ჩვენ მეოთხედფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ამ ტურნირზე მინიმუმ კიდევ 2 შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. ჩვენი ქომაგებისთვის ეს შესანიშნავია", - ციტირებს ნედვედს Sky Sport Italia.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ დიეგო სიმეონე არ დაისაჯა, რატომ უნდა დაისაჯოს კრისტიანო? მწვრთნელს, რომელიც მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და თავდაჭერა მოეთხოვება, ვიდრე ფეხბურთელს.
არჩილ
11:22 16-03-2019
4
ქართველო!
"ცემა გმართებს გამზრდელისა, თუ ყრმა ნახო ცუდად ზრდილიო" ნათქვამია. ყველა დამეთანხმება, რომ რონალდო არ არის უზრდელი, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავია. ამ ჟესტს ის არასოდეს გააკეთებდა, სემიონეს მაგალითი რომ არ მიეცა. სემიონეს ეს ჟესტი მიმართული იყო პირადად კრისტიანოსკენ და არა იუვენტუსისკენ, რადგან აქამდე ყველა მატჩში გაამწარა "ატლეტიკო" რონალდომ "რეალში" რომ თამაშობდა და ამ უბადრუკმა და უზრდელმა სიმეონემ თავი ქუდში დაიგულა 2:0-ს მერე დაანახა მას, აი რა გიქენიო. წარმოიდგინეთ, ამას აკეთებს მსოფლიოში ერთერთი ძლიერი გუნდის მწვრთნელი, რომელსაც პრეტენზია აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგებისა და რა ზიზღი უნდა ჰქონოდა მას, რომ მთელი მსოფლიოს წინაშე დაემცირებინა რონალდო. რაც შეეხება რონალდოს, მან დაანახა სიმეონეს და ყველას, ვის უფრო მაგარი ..... აქვს. ეს იყო და ეს.
არჩილ
23:27 16-03-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული