ფრენკი დე იონგმა მოედანი ნაადრევად და კოჭლობით დატოვა - უცნობია, ითამაშებს თუ არა "იუვენტუსთან"

AutoSharing Option
13 აპრილს, "ექსელსიორთან" მოგებულ (6:2) შეხვედრის 28-ე წუთზე "აიაქსის" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან გასვლა ნაადრევად მოუწია.

უცნობია, რამდენად მძიმეა ჰოლანდიელის ტრავმა, თუმცა მან მოედანი კოჭლობით დატოვა.

არის შანსი, რომ დე იონგმა მონაწილეობა ვერ მიიღოს 16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ.

პირველი მატჩი, რომელიც იოჰან კრუფის არენაზე გაიმართა, ფრედ (1:1) დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული