ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ბრავო - "აიაქსმა" "რეალს" "იუვენტუსიც" ზედ მიაყოლა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "აიაქსმა" სტუმრად "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მართლაც კარგი გუნდია "აიაქსი". ჯერ "რეალს" რა დღე აყარა და ახლა იგივე "იუვენტუსს" დამართა. დებიუტში პოზიციური თამაში მიდიოდა და პირველი მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ ნერესმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა რონალდომ და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, ვან დე ბეკმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამსტერდამულმა გუნდმა მძლავრად შეუტია და შესნიმ ზიეშსა და ვან დე ბეეკს არ დაანება გოლის გატანა, ხოლო იმავე
ზიეშს კარის წინ ბოლო მომენტში პაიანიჩმა ვარდნაში აართვა ბურთი. ჰოდა, უნდა გაეტანა "აიაქსს" და გაიტანა კიდეც - დე ლიხტმა შესნის კარი დალაშქრა.

მაინც არ დაცხრა ჰოლანდიური გუნდი, ნერესმა კარის აღების კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მერე ზიეშმა ცხრიანში ჩააჭედა ბურთი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩათვალა. საბოლოოდ 1:2 და ტენ ჰაგის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ასე და ამრიგად, ჩვენ დიადი "აიაქსის" აღორძინების მომსწრენი შევიქენით.

რონალდო 2010 წლის შემდეგ პირველად არ ითამაშებს ამ ტურნირის ნახევარფინალში.

"აიაქსმა" ამ სეზონში 155 გოლი გაიტანა და 2009/10 წლების სეზონში დამყარებული თავისი საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 32 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

"აიაქსი" პირველი გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "რეალსაც" სძლია და "იუვენტუსსაც".

ტურინი. "ალიანც სტედიუმი". 41 445 მაყურებელი
იუვენტუსი - აიაქსი 1:2
გოლები: 1:0 რონალდო (28), 1:1 ვან დე ბეეკი (34), 1:2 დე ლიხტი (67)

იუვენტუსი: შესნი, რუგანი, სანდრო, დე შილიო (კანსელუ 64), ბონუჩი, ჩანი, პიანიჩი, მატიუიდი, ბერნარდესკი (ბატანკური 80), რონალდო, დიბალა (კინი 46)

აიაქსი: ონანა, ბლინდი, დე ლიგტი, ველტმანი, მაზრაუი (სინგკრავენი 11, მაგალიანი 82), ვან დე ბეკი, ზიეში (ჰუნტელაარი 88), ტადიჩი, შენე, ნერესი, დე იონგი

alt "აიაქსის" გამარჯვებით გახარებული ოვერმარსი მოედანზე გასრიალდა და ვან დერ სარისგან პანღური მიიღო [VIDEO]

altიტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა "აიაქსთან" "იუვენტუსის" მარცხზე ისაუბრეს

altფრენკი დე იონგი: მადრიდში უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე "ძალიან ძლიერი" "იუვენტუსის" წინააღმდეგ

მკითხველის კომენტარები / 28 /
წავიდა ტოტალიზატორა ხალხის კომენტარები :D იიი გაყიდული იყო :D ხო რონალდო იყიდეს იმისთვის რო მერე ლიგაზე თამაში გაეყიდათ)))) აბა სერია ას ისედაც იგებენ და რისთვის იყიდეს? :D

რა თამაში გაყიდეს რეების გჯერათ, შეეგუეთ რო წააგო იუვენტუსმა და ბილეთმა გაგიტეხათ :D :D :D :D
Tbiliseli
17 აპრილი 2019 02:27
4
თავიდან დავწერე რომ ვერ მოერეოდა აიაქსი იუვეს მაგრამ რაც გააკეთა ამ ახალგაზრდულმა კლუბმა აპლოდისმენტების ღირსია და აღფრთოვანებული ვარ მათი თამაშით, მხოლოდ იმაზე დამწყდა გული რომ მესი და რონალდოს ჯახი მინდოდა მენახა, კარგი სანახაობა იქნებოდა
ზურა
17 აპრილი 2019 01:07
1
ვულოცავ აიაქსს ძალიან მაგარი გუნდია ყოჩაღ სამაგალითოა.....
აკაკი
17 აპრილი 2019 01:38
0
არ დაიწყოთ ეხლა პენალტიო ერთი ტაიმი კიდევ რომ ეთამაშად აშკარად ჩანდა იუვენტუსი არაფრის გამკეთებელი იყო უკეთესი გავიდა შემდეგ ეტაპზე...ვაღიაროთ ყველამ
აკაკი
17 აპრილი 2019 01:16
0
როდესაც რონალდომ სიმეონეს უპასუხა პროვოკაციით იგივე ჟესტით მაშინ დავწერე რომ რონალდო დაისჯებოდა და დაისაჯა კიდევაც როგორც სიმეონეს მოუვიდა და ღირსიც იყო ...გაყიდული იყოვო აქ წერენ სასაცილოა რატო მაშინ არ იყო გაყიდული ატლეტიკოს რომ მოუგო იქნებ იქ არ ითამაშა ატლეტიკომ.გადაახიეს ბურთი მეორე ტაიმში აიაქსის ახალაგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელებმა,მატუიდიმ ვერ ითამაშა როგორც თამაშობს იმ დონეზე და შედეგიც სახეზეა და არამარტო მატუიდიმ აიაქსს მინიმუმ ორი კიდევ უნდა გაეტანა...
აკაკი
17 აპრილი 2019 07:47
0
აიაქსი კარგი გუნდია ნამდვილად, მაგრამ იუვე რომ ალეგრის აბდაუბდა ტაქტიკას (უტაქტიკობას) შეეწირა ფაქტია. კაცმა ხომ ვერაფერი დაასკვნა პირველი თამაშის შემდეგ, და ვერც პირველი ტაიმის მერე გაერკვა და ისეთი შეცვლები გააკეთა უარესი გახდა გუნდი. იუვეს კარში ნორმალურად არ დაურტყავს მეორე ტაიმში და საერთოდ მწვავე შეტევაც კი არ გაუკეთებია, რის ხარჯზე უნდა მოეგო, რონალდოს და კინის? და ბურთი რომ არ აღწევდა მათთან? მოკლედ ჩაისვარა ალეგრიმ ბოლომდე.
???
17 აპრილი 2019 01:46
3
ბავარიამ გაყიდა ორივე თამაში ვერ მოუგო რეალმა გაყიდა სახლში რო განადნურდა თურმე იუვესაც გაუყიდია ეხლახან გავიგე
Bavarieli
17 აპრილი 2019 01:34
3
ეს სპორტული საიტია თუ ჩეკას ცენზურის განყოფილებაა , თქვენი მოწონების მიხედვით რომ უშვებთ კომენტარებს ?!
ATP 17
17 აპრილი 2019 11:29
0
ქედი მოიხარე მეპესტან პენო!
barsa
17 აპრილი 2019 01:06
3
რონალდოზე გაბოროტებულ მასას იუვეს გავარდნა უხარია, რაც ძალიან დასანანია, რადგან ბარსა-იუვეს თამაშის სიამოვნება აღარ გვავს წინ. არადა რა მაგარი იქნებოდა მესი-რონალდოს ხილვა პირისპირ. აიაქსი ნამდვილად იმსახურებდა კონკრეტულად ამ თამაშის მოგებას.
ლაშა
17 აპრილი 2019 11:28
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული