"აიაქსის" გამარჯვებით გახარებული ოვერმარსი მოედანზე გასრიალდა და ვან დერ სარისგან პანღური მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აპრილს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "იუვენტუსის" დამარცხების (2:1) შემდეგ "აიაქსის" სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი და გენერალური დირექტორი ედვინ ვან დერ სარი სტადიონზე შეკრებილ ჰოლანდიელ გულშემატკივრებთან წარმატების მისალოცად მივიდნენ.

თეთრ პერანგში გამოწყობილი ოვერმარსი მოედანზე გასრიალდა და გამარჯვება ასე აღნიშნა, ედვინ ვან დერ სარისგან კი მეგობრული პანღურიც მიიღო.

ვეტერანი ჰოლანდიელი მეკარე "იუვენტუსის" ღირსებას 1999-2001 წლებში იცავდა.

"აიაქსის" მომდევნო მეტოქე 17 აპრილს გაირკვევა. ჰოლანდიელები "სიტის"-"ტოტენჰემს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული