ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: ბრავო - "აიაქსმა" "რეალს" "იუვენტუსიც" ზედ მიაყოლა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "აიაქსმა" სტუმრად "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

მართლაც კარგი გუნდია "აიაქსი". ჯერ "რეალს" რა დღე აყარა და ახლა იგივე "იუვენტუსს" დამართა. დებიუტში პოზიციური თამაში მიდიოდა და პირველი მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ ნერესმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გამოიყენა რონალდომ და თავისი გუნდი დააწინაურა. თუმცა, ვან დე ბეკმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ ამსტერდამულმა გუნდმა მძლავრად შეუტია და შესნიმ ზიეშსა და ვან დე ბეეკს არ დაანება გოლის გატანა, ხოლო იმავე
ზიეშს კარის წინ ბოლო მომენტში პაიანიჩმა ვარდნაში აართვა ბურთი. ჰოდა, უნდა გაეტანა "აიაქსს" და გაიტანა კიდეც - დე ლიხტმა შესნის კარი დალაშქრა.

მაინც არ დაცხრა ჰოლანდიური გუნდი, ნერესმა კარის აღების კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. მერე ზიეშმა ცხრიანში ჩააჭედა ბურთი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩათვალა. საბოლოოდ 1:2 და ტენ ჰაგის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ასე და ამრიგად, ჩვენ დიადი "აიაქსის" აღორძინების მომსწრენი შევიქენით.

რონალდო 2010 წლის შემდეგ პირველად არ ითამაშებს ამ ტურნირის ნახევარფინალში.

"აიაქსმა" ამ სეზონში 155 გოლი გაიტანა და 2009/10 წლების სეზონში დამყარებული თავისი საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 32 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა.

"აიაქსი" პირველი გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად "რეალსაც" სძლია და "იუვენტუსსაც".

ტურინი. "ალიანც სტედიუმი". 41 445 მაყურებელი
იუვენტუსი - აიაქსი 1:2
გოლები: 1:0 რონალდო (28), 1:1 ვან დე ბეეკი (34), 1:2 დე ლიხტი (67)

იუვენტუსი: შესნი, რუგანი, სანდრო, დე შილიო (კანსელუ 64), ბონუჩი, ჩანი, პიანიჩი, მატიუიდი, ბერნარდესკი (ბატანკური 80), რონალდო, დიბალა (კინი 46)

აიაქსი: ონანა, ბლინდი, დე ლიგტი, ველტმანი, მაზრაუი (სინგკრავენი 11, მაგალიანი 82), ვან დე ბეკი, ზიეში (ჰუნტელაარი 88), ტადიჩი, შენე, ნერესი, დე იონგი

alt "აიაქსის" გამარჯვებით გახარებული ოვერმარსი მოედანზე გასრიალდა და ვან დერ სარისგან პანღური მიიღო [VIDEO]

altიტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა "აიაქსთან" "იუვენტუსის" მარცხზე ისაუბრეს

altფრენკი დე იონგი: მადრიდში უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე "ძალიან ძლიერი" "იუვენტუსის" წინააღმდეგ

მკითხველის კომენტარები / 28 /
დავიწყებ იმით, რომ არც იუვეს ბალეშიკი ვარ და არც აიაქსის.. აიაქსი მართლაც კარგი გუნდია, მაგრამ სად იუვე და სად აიაქსი? თქვენ რა მართლა გჯერათ რომ აიაქსმა იუვე პატიოსნად გააგდო?)))) კარგით ხალხო რა, რა გჭირთ, დროა უკვე თვალები გაახილოთ... ფეხბურთი აღარ არსებობს და ეგ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესია... მე არ ვიძახი რომ იუვემ თამაში თავისით გაყიდა, ეგ ყველაფერი მოდის უეფადან და გუნდები ჩართულები არიან მაგ სიბინძურეში.. იქნებ ისიც მითხრათ რომამ რო ბარსელონას 4-0 მოუგო (3-0 ის მერე) ეგ თამაშიც პატიოსნად ჩატარდაო)))))) მანდ ბარსელონამ ვალი დააბრუნა როდესაც პსჟ გააგდო 7-1 ით))) უბრალოდ ხალხს აჩვევენ რომ ვითომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება... კი გააგდო აიქსმა იუვე, მაგრამ თუ არ ითამაშებს იუვე ეგრე თბილისის დინამოც გააგდებს... რეალურად ფეხბურთი ვისაც ესმის, იმან იცის რომ აიაქსისნაირ გუნდებთან თამაში, რომელიც გახსნილ ფეხბურთს თამაშობს, იუვეს ყველაზე მეტად უადვილდება... 10 დან 10 თამაშს მოუგებს იუვე აიაქს, უბრალოდ გუშინ ეგრე იყო საჭირო და მოხდა ის რაც მოხდა)))) იმხელა ფული ტრიალებს მაგ სფეროში, ელემენტარულად მაგიტომ არ უნდა გჯეროდეთ რომ პატიოსნად ტარდება ყველაფერი.... 21 საუკუნეა, ხალხი ფულის გამო ყველაფერს აკეთებს და მაგას ვინ მიუშვებს თავის ნებაზე??? საქართველოში რომ იჭერენ გარიგებულ თამაშებზე ხალხს, გოლებს რო შიფრავენ და რო აღმოჩნდება ხოლმე რომ განზრახ წააგეს თამაში, თქვენ რა, ეგ ქართველების მოგონილი გგონიათ?))))) მე არ ვიძახი რო რამდენი ფავორიტი წააგებს იმდენი ჩაწყობილი იყოთქო, მაგრამ თამაშს ეტყობა ხოლმე რა... იუვეს გუშინ 2 კარში დარტყმა ქონდა როდესაც მოგება ჭირდებოდა, და ვისთან აიაქსთან?? ))))) კარგით რა ნუ მაცინებთ, ნუ ხართ ეგეთი გულუბრყვილოები, 21 საუკუნეა და სადაც დიდი ფული ტრიალებს ყველგან მიდის ხელების ფათური ეს ხომ 2*2 =4 ია !!! ძააან ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია ისეთის, სადაც ვერ შემეკამათებით, უბრალოდ ადამიანს თუ არ უნდა არ დაიჯერებს... წარმატებებს გისურვებთ :)
სადღაა ფეხბურთი???
15:26 17-04-2019
15
ეს სპორტული საიტია თუ ჩეკას ცენზურის განყოფილებაა , თქვენი მოწონების მიხედვით რომ უშვებთ კომენტარებს ?!
ATP 17
11:29 17-04-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული