"იუვენტუსის" პრეზიდენტი: "აიაქსმა" გამარჯვება დაიმსახურა, ეს უნდა ვაღიაროთ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" ნამატჩევს (1:2) "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ მეტოქის გამარჯვებას დამსახურებული უწოდა.

"აიაქსი" შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავიდა. 5-6 წელი ზედიზედ გავედით მეოთხედფინალში და წინსვლა გვსურდა.

"აიაქსი" ციკლების მიხედვით ვითარდებოდა. მათ ეს დაიმსახურეს. დაიმსახურეს ორივე შეხვედრიდან გამომდინარე. ამ ტურნირზე ნახევარ საათში შეიძლება მთელი სეზონის ნაშრომი წყალში გადაყარო.

სერია A-ს მიჯრით მერვედ მოგებასთან ახლოს ვართ და ეს დაუჯერებელია. "იუვე" რეიტინგში 43-ე იყო, ახლა კი  მეხუთეა.

"აიაქსმა" პრობლემები შეუქმნა "ბაიერნს", გამოაგდო "რეალი" და "იუვენტუსი".

ჩემთვის მარცხი მტკივნეულია, მაგრამ ყველას უნდა გვქონდეს საიმისო
კულტურა, რომ მეტოქის თამაში ობიექტურად შევაფასოთ.

ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს გუნდი, დარჩებიან თუ არა მისი წამყვანი ფეხბურთელები თუ სხვაგან გადავლენ. "აიაქსი" ფავორიტი არ იყო, მაგრამ უკვე ტურნირის მოგების რეალური პრეტენდენტია".

მკითხველის კომენტარები / 6 /
უეფა ეს არის მაფიოზური ორგანიზაცია. აიაქსმა კი არ მოიგო ეს მატჩი არამედ იუვემ დათმო ისევე როგორც რეალმა. და ეს იქიდანაც ჩანს რომ ორივე მატჩი აიაქსმა საკუთარ მოედანზე ვერ მოიგო. შიდა ჩემპიონატში პსვ -სთან განადგურდა წააგო ალკმაართან . ჰოლანდიის ჩემპიონატი არ არის იმ დონის რომ აიაქსი ციდან ვარსკვლავებს წყვეტდეს. უბრალოდ წელს უეფა ლივერპულს აგებინებს ამ ტურნირს. და თან ასეთი მატჩების ჩაწყობით ტოტალიზატორებისაგან მაგარ შემოსავალს იღებს.
ნუგზარი
09:13 17-04-2019
25
ქედი კი არა ფეხბურთელი იყიდე რონალდოსთან ბურთი რომ მიიტანოს ისეთი
ucha
02:40 17-04-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული