ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: საგიჟეთი "ეტიჰადზე" - "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ სიტის" ბარიერი" გადალახა და "აიაქსს" დაუპირისპირდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 4:3 მოუგო "ტოტენჰემს" (პირველი შეხვედრა 0:1 დასრულდა), მაგრამ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, შემდეგ ეტაპზე ლონდონური გუნდი გავიდა.

დებიუტი საოცარი გამოდგა, უკვე 21-ე წუთზე ანგარიში 3:2 იყო. აქამდე არა მარტო პლეი-ოფში, არამედ საერთოდ ამ ტურნირზე 21 წუთის განმავლობაში 5 გოლი არ გასულა. ყველაზე შედეგიანი დებიუტი 2016 წელს დაფიქსირდა - "ბორუსია"-"ლეგია" (3:2 24-ე წუთზე).

სონმა დუბლი 3 წუთში შეასრულა და 12 გოლით ჩემპიონთა ლიგაზე აზიელთა შორის ბომბარდირი გახდა.

დუბლის შემსრულებელმა
რაჰიმ სტერლინგმა ტურნირზე "სიტისგან" ყველაზე ადრეული გოლი გაიტანა - 231-ე წამზე.

მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, უგო ლორისმა სტერლინგისა და კევინ დე ბრუინის დარტყმული ბურთები მოიგერია, შემდეგ კონტრშეტევაზე ედერსონმა ლორენტეს არ დაანება კარის დალაშქვრა და 59-ე წუთზე აგუერომ ანგარიში 4:2 გახადა. არ გატყდა "ტოტენჰემი" და შეცვლაზე შესულმა ლორენტემ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. მსაჯმა ჩაკირმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიიჩნია, რომ ლორენტეს ბურთი ხელზე არ მოხვედრია და გოლი ჩათვალა.

კომპენსირებულ დროში სტერლინგმა კი გაიტანა გოლი, მაგრამ არბიტრმა აგუეროზე თამაშგარე დააფიქსირა და "ტოტენჰემი" ნახევარფინალში "აიაქსს" შეხვდება.

"ტოტენჰემი" 57 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ეს სარეკორდო შუალედია. ამ გუნდმა პირველ ტაიმში ყველა ტურნირზე ბოლოს 3 გოლი 2015 წელს გაუშვა - "მანჩესტერთან" 0:3. "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასული მეშვიდე ინგლისური გუნდია - პრემიერლიგამ ლა ლიგის რეკორდი დაამხო.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები 2016 წლის შემდეგ ნახევარფინალში, 2011 წლის შემდეგ კი ფინალში ვერ გადიან.

დე ბრუინმა ამ მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, აგუერომ კი მეოთხედფინალში პირველად გაიტანა გოლი.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 53 348 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი 4:3
გოლები: 1:0 სტერლინგი (4), 1:1 სონი (7), 1:2 სონი (10), 2:2 ბერნარდუ სილვა (11), 3:2 სტერლინგი (21), 4:2 აგუერო (59), 4:3 ლორენტე (73)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, კომპანი, მენდი (სანე 84), უოკერი, ლაპორტი, დავიდ სილვა (ფერნანდინიო 63), გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, დე ბრიუნე, სტერლინგი, აგუერო

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, როუზი (სანჩესი 90), ტრიპიერი, ვერტონგენი, ერიკსენი, ვანიამა, ლუკას მოურა (დევისი 82), სისოკო (ლორენტე 41), ალი, სონი

altპეპ გვარდიოლა: ეს სასტიკია - შესაძლოა, გოლის გატანისას ლორენტემ ხელით ითამაშა

altტობი ალდერვეირელდი: "აიაქსო", შენი ბიჭები გიბრუნდებიან

altმაურისიო პოჩეტინო: მე "ჰალკს" ვგავდი, პიჯაკი ტანზე შემოვიხიე...

altფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...

altჟერარდ პიკე "სიტი"-"ტოტენჰემის" მატჩზე: ფეხბურთი ზოგჯერ ნამდვილი ანეკდოტია

მკითხველის კომენტარები / 32 /
მოდი და ნუ იტყვი რა, კეინის გარეშე უფრო შეკრულია ტოტენჰემი, როცა კეინია მოედანზე თითქოს მარტო ამ ერთზე მიდის თამაში და დანარჩენი გუნდი თავის თავზე არ იღებს თამაშს, არადა მის გარეშე უკეთესია შედეგი
ზურა
18 აპრილი 2019 01:17
0
დღეს რომელი ტოტენჰემელი ნახე რომ საკუთარ თავზე აეღო თამაში, საერთოდ ტოტენჰემის თამაში სად ნახე დღეს? ლაპორტის ორი შეცდომა და ხელი - შედეგად 3 გოლი. სად გამოჩნდა რომელიმე ტოტენჰემელის დამსახურება? ერიქსენი, ალი, მოურა ისევე იყვნენ დაკარგულები როგორც გუშინ იუვეს ნახევარდაცვა და ეს გუნდი გავიდა, თან იმის ფონზე რომ დე ბრუინი, ბერნარდო სილვა, სტერლინგი დაფრინავდნენ. ასეთ უსამართლობას რა ქვია არ ვიცი.
---
18 აპრილი 2019 01:41
4
ეს ვარი რისთვის შემოიღეს, საერთოდ ვერ ამართლებს, ხელით გატანილი გოლები როდიდან ითვლება, თავად მსაჯიც ვერ მიხვდა ჩაეთვალა თუ არა
123
18 აპრილი 2019 01:16
12
სიტიმ დღეს სუპერთამაში აჩვენა და თურქმა მსაჯმა დედა უტირა ყველაფერს. ხელზე მოხვდა ლორენტეს ბურთი, შეიცვალა მიმართულება და გავიდა კარში - ეს ეკრანზე ვერ გაარჩია და აგუეროზე თამაშგარე დაინახა რომელიც 50-50 იყო რომ წინ იყო 1 სანტიმეტრით ბერნარდო სილვას ფეხიდან ასხლეტის მომენტში. სიტის 100% ნახეფარფინალის გუნდი იყო და გავიდა ტოტენჰემი, ვისაც მოგეწონათ გადაახვიეთ და ისიამოვნეთ ტოტენჰემის თამაშით გინდ ამ და გინდ პირველი მეოთხედფინალით.
???
18 აპრილი 2019 01:15
10
პირადად ჩემთვის ფეხბურთმა აზრი დაკარგა და აღარც მაინტერესებს, იუვენტუსი, პსჟ, რეალი რომ გავარდნილები იქნებიან და მაჩანჩალა მანჩესტერი იყო და ტოტენჰემს აქ რა მინდაა სუფთა
,,,
18 აპრილი 2019 01:11
17
დამსახურებულად გავარდნენ. რომლის თამაში ვარგოდა? რეალის ? იუვენტუსი აიაქსთან რომ იდგა, ვისი ბრალია? ერთადერთი სიტი ჯობდა ყველას. ნუ პსჟ საერთოდ ცალკე თემაა
:))))
18 აპრილი 2019 09:14
0
უფრო ძლიერი გუნდები გავარდნენ, ვიდრე გქვიდნენ, რეალი, იუვენტუსი, სიტი, პსჟ და ტოტემჰემი და აიაქსი რომ ნახევარ ფინალში იქნებიან,
იკა
18 აპრილი 2019 01:07
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული