ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: საგიჟეთი "ეტიჰადზე" - "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ სიტის" ბარიერი" გადალახა და "აიაქსს" დაუპირისპირდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 4:3 მოუგო "ტოტენჰემს" (პირველი შეხვედრა 0:1 დასრულდა), მაგრამ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, შემდეგ ეტაპზე ლონდონური გუნდი გავიდა.

დებიუტი საოცარი გამოდგა, უკვე 21-ე წუთზე ანგარიში 3:2 იყო. აქამდე არა მარტო პლეი-ოფში, არამედ საერთოდ ამ ტურნირზე 21 წუთის განმავლობაში 5 გოლი არ გასულა. ყველაზე შედეგიანი დებიუტი 2016 წელს დაფიქსირდა - "ბორუსია"-"ლეგია" (3:2 24-ე წუთზე).

სონმა დუბლი 3 წუთში შეასრულა და 12 გოლით ჩემპიონთა ლიგაზე აზიელთა შორის ბომბარდირი გახდა.

დუბლის შემსრულებელმა
რაჰიმ სტერლინგმა ტურნირზე "სიტისგან" ყველაზე ადრეული გოლი გაიტანა - 231-ე წამზე.

მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, უგო ლორისმა სტერლინგისა და კევინ დე ბრუინის დარტყმული ბურთები მოიგერია, შემდეგ კონტრშეტევაზე ედერსონმა ლორენტეს არ დაანება კარის დალაშქვრა და 59-ე წუთზე აგუერომ ანგარიში 4:2 გახადა. არ გატყდა "ტოტენჰემი" და შეცვლაზე შესულმა ლორენტემ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. მსაჯმა ჩაკირმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიიჩნია, რომ ლორენტეს ბურთი ხელზე არ მოხვედრია და გოლი ჩათვალა.

კომპენსირებულ დროში სტერლინგმა კი გაიტანა გოლი, მაგრამ არბიტრმა აგუეროზე თამაშგარე დააფიქსირა და "ტოტენჰემი" ნახევარფინალში "აიაქსს" შეხვდება.

"ტოტენჰემი" 57 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ეს სარეკორდო შუალედია. ამ გუნდმა პირველ ტაიმში ყველა ტურნირზე ბოლოს 3 გოლი 2015 წელს გაუშვა - "მანჩესტერთან" 0:3. "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასული მეშვიდე ინგლისური გუნდია - პრემიერლიგამ ლა ლიგის რეკორდი დაამხო.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები 2016 წლის შემდეგ ნახევარფინალში, 2011 წლის შემდეგ კი ფინალში ვერ გადიან.

დე ბრუინმა ამ მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, აგუერომ კი მეოთხედფინალში პირველად გაიტანა გოლი.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 53 348 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი 4:3
გოლები: 1:0 სტერლინგი (4), 1:1 სონი (7), 1:2 სონი (10), 2:2 ბერნარდუ სილვა (11), 3:2 სტერლინგი (21), 4:2 აგუერო (59), 4:3 ლორენტე (73)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, კომპანი, მენდი (სანე 84), უოკერი, ლაპორტი, დავიდ სილვა (ფერნანდინიო 63), გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, დე ბრიუნე, სტერლინგი, აგუერო

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, როუზი (სანჩესი 90), ტრიპიერი, ვერტონგენი, ერიკსენი, ვანიამა, ლუკას მოურა (დევისი 82), სისოკო (ლორენტე 41), ალი, სონი

altპეპ გვარდიოლა: ეს სასტიკია - შესაძლოა, გოლის გატანისას ლორენტემ ხელით ითამაშა

altტობი ალდერვეირელდი: "აიაქსო", შენი ბიჭები გიბრუნდებიან

altმაურისიო პოჩეტინო: მე "ჰალკს" ვგავდი, პიჯაკი ტანზე შემოვიხიე...

altფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...

altჟერარდ პიკე "სიტი"-"ტოტენჰემის" მატჩზე: ფეხბურთი ზოგჯერ ნამდვილი ანეკდოტია

მკითხველის კომენტარები / 32 /
კიდევ ერთხელ ჩაიკუკა მსოფლიოში საუკეთესომ...ამ დებილს მესი,ხავი,ინიესტა არ ყოლოდა დავინახავდი რას მოიგებდა....დებილია ეს ხისთავა...წადი ესპანეთში 30 წლის საშუალო დონეები მოაგროვე და გაიყოლე ყატარში ან ჩინეთში...
გვარდი წადი ყატარში
18 აპრილი 2019 01:40
13
სანამ ლიგა დაიწყებოდა, ბევრი იძახდა ლიგას მოიგებს ან პსჟ, ან სიტი, მერე იუვენტუსი და ბარსელონა და შეიძლება მოიგოს პოტენციურად ტოტენჰემმა ან აიაქსმა, აიაქსი ბენფიკას ძლივს უგებდა ჯგუფში და ტოტენჰემს არაუშავრდა
Kk
18 აპრილი 2019 01:39
7
რეალი და იუვე არ გამოცხადებლობით გავარდნენ? აიაქსმა გააგდო...
მახო
18 აპრილი 2019 01:35
1
ლივერპული დიდი გუნდი კი არა დიდი ლუზერია.დ.დ.
liverpuli barselonas supermarketi.
18 აპრილი 2019 01:34
15
რომ დააყენო აქეთ ბარსელონა, აიაქსი, ლივერპული, ტოტენჰემი და იქით პსჟ, რეალი, იუვენტუსი, სიტი შეჭამენ,ის უფრო საინტერესო იქნებოდა
,,
18 აპრილი 2019 01:31
5
აიაქსი დიდებული გუნდია და მაგარი ფინალი გველის, თუ ლივერპული აიაქსი გავლენ, ძალიან მაგარი, ისეტი, რომ უზომოდ ისიამოვნებს კაცი...
კ ო მ ბ ლ ე
18 აპრილი 2019 01:30
5
გაიტენეთ თქვენი ტოტენჰემი და აიაქსი ერთ ადგილას... შემაზიზღეს ეს სპორტი...
დღევანდელ ფეხბურთზე ნაწყენი გულშემატკივარი...
18 აპრილი 2019 01:27
22
მემგონი მომწყინდა, პირადად ფეხბურთის ყურება და სიამოვნების მიღება
18 აპრილი 2019 01:22
8
ეს იყო სასწაული თამაში, გიჟური თამაში.აი მაგიტომ გვიყვარს ფეხბურთი და ბოლოს ვიტყვი რატომღაც ფინალი მგონია ორი დიდი გუნდის აიაქსი-ლივერპულის
ფენომენო
18 აპრილი 2019 01:19
5
იუვენტუსი გავარდა, რეალი, სიტი, პსჟ და ფინალი ტოტენჰემი აიაქსი დაგლიჯავდა, საერთოდ არ ვუყურებდი რომ მცოდნოდა ლიგას, უინტერესო ხდება ნელნელა, მარტო ფულებზეა აქცენტები გადატანილი, ვინ იყტვის ტოტენჰემი იუვენტუსზე და პსჟ ძლიერიაო
იკა
18 აპრილი 2019 01:19
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული