5 ფაქტი - რატომ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ტოტენჰემი" და არა "სიტი"

AutoSharing Option
17 აპრილს გამართული საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემ ჰოტსფურს" შორის გამორჩეული აღმოჩნდა.

შეხვედრა ემოციურად დატვირთული იყო, როგორც დასაწყისში, ისე დასასრულს. საწყის 11 წუთში 4 გოლი გავიდა, დამატებით წუთებზე სტერლინგის გოლი გააუქმეს. VAR-სისტემა "ტოტენჰემისთვის" სასარგებლო აღმოჩნდა - ერთი მხრივ, ლორენტეს მიერ გატანილი გოლი ჩაეთვალათ და მეორე მხრივ, სტერლინგის გოლიც გაუქმდა. თუმცა მატჩში აღნიშნულ საკითხებთან ერთად, სხვა დეტალების გამოყოფაც შეიძლება.

ქაოსი საწყის წუთებში
საწყისი წუთები მართლაც დაუჯერებელი გამოდგა. ანგარიში მანჩესტერელებმა გახსნეს მე-4 წუთზე - კევინ დე ბრუინმა კარგი პასი გაუკეთა რაჰიმ
სტერლინგს. ამ უკანასკნელმაც არ დააღალატა პარტნიორი, საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა, გასცდა თავის თანამემამულე ტრიპიერს და ლორისს აუღებელი დაურტყა მარცხენა კუთხეში. თუმცა დიდი ხანი არ ყოფილა ეს ანგარიში, მე-7 წუთზე ემერიკ ლაპორტი შეცდა საკუთარ ნახევარზე პასის გაკეთებისას. სწრაფი კონტრშეტევა სონმა დაამთავრა გოლით.

სონმა 3 წუთში დუბლი შეასრულა, ერიკსენის პასით ულამაზესი გოლი გაუტანა ედერსონ მორაეშს და დააწინაურა თავისი გუნდი - 1:2. თუმცა ანგარიში 1 წუთში გათანაბრდა, ბერნარდო სილვას დარტყმული დენი როუზს მოხვდა და ლორისმაც რეაგირება ვეღარ მოასწრო - 2:2. ასე შეიქმნა ისტორია - 4 გოლი 11 წუთში. აქამდე მსგავსი რამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე არ მომხდარა.

მაურისიო პოჩეტინოს მოგებული ტაქტიკური დუელი
თამაშის წინ ბევრი ვარაუდობდა, რომ არგენტინელი მწვრთნელი 5 მცველით ითამაშებდა და კონტრშეტევებზე ააწყობდა თამაშს, თუმცა პოჩეტინო ასე არ მოიქცა.

ლუკას მოურა და ჰენ მინ სონი ყველაზე წინ იყვნენ. მათ უკან ერიკსენი იყო 10-იანზე, დელე ალი მუსა სისოკოსა და ვიქტორ ვანიამას წინ თამაშობდა და სანამ სისოკო ტრავმას მიიღებდა, უნდა აღვნიშნოთ, რომ "ტოტენჰემი" შესანიშნავად ავითარებდა შეტევებს და თითქმის სულ ქმნიდა სახიფათო მომენტებს.

ფერნანდო ლორენტე
მუსა სისოკოს ტრავმის შემდეგ პოჩეტინომ ფრანგის ნაცვლად მოედანზე 34 წლის ფერნანდო ლორენტე გამოიყვანა, რომელსაც, წესით, უნდა შეენელებინა შეტევები და უფრო ბურთი დაეჭირა, თუმცა სხვანაირად მოხდა.

ლორენტემ სონისა და ლუკასის სივრცეები აითვისა. ეს ორი უკან დაიხია ალისა და ერიკსენთან ერთად, ლორენტე კი ყველა ბურთისთვის იბრძოდა, იგებდა კიდეც ხშირად. თუმცა აღნიშნული ცვლილების შემდეგ "ტოტენჰემს" შეტევების ორგანიზება გაუჭირდა, რადგან დაწეული ალი და ერიკსენი ისეთი პროდუქტიულები ვეღარ იყვნენ შეტევაში. თუმცა ლორენტემ საჭირო დროს საკუთარი საქმე მაინც გააკეთა, ტრიპიერის ჩაწოდებულ კუთხურს დახვდა სწორ ადგილას და ანგარიში 4:3 გახადა, რითაც თავისი კლუბი ისტორიაში პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

Sportall.Ge

სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინი
ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნებული ბელიგიელი ბრწყინავს. ის აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და არც იყო გასაკვირი. დე ბრუინი ყველაფერს აკეთებდა მოედანზე. 3 საგოლე პასის გარდა, ბევრი კარგი ეპიზოდი ჰქონდა.

საჭირო დროს გაიტანა სერხიო აგუერომაც, რომელმაც სწორედ დე ბრუინის პასი გამოიყენა და მე-4 გოლი გაუტანა "ტოტენჰემს", რომელიც მართალია, საკმარისი არ აღმოჩნდა ნახევარფინალში გასასვლელად, თუმცა ეს აგუეროს ბრალი არ ყოფილა, არც დე ბრუინის.

VAR-სისტემა და დარჩენილი კითხვები
"ეტიჰედის" პუბლიკა ორჯერ სულგანაბული ელოდა მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებას. თუ მეორე შემთხვევაში აგუერო თამაშგარე მდგომარეობაში იყო და ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ ვიდეომსაჯებს, პირველი შემთხვევა ასეთი არ ყოფილა.

ჯუნაიტ ჩაქირს 2 წუთი დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა გოლი მაინც ჩათვალა, მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდო ლორენტეს იდაყვზე ბურთი მართლაც მოხვდა. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მეორე ეპიზოდი უფრო ემოციური იყო. თუმცა, მსაჯებმა კლუბებისა და გულშემატკივრების "ტანჯვა" მალე დაასრულეს და აგუეროზე თამაშგარე ისე დააფიქსირეს, რომ მთავარი მსაჯი არც კი გამოუძახებიათ.

Sportall.Ge

აღნიშნული შეხვედრა ისტორიული გამოდგა "ტოტენჰემ ჰოტსფურისთვის", გუნდმა 1962 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ევროპული ტურნირის ნახევარფინალში გასვლა და საკუთარ ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

altმაურისიო პოჩეტინო: მე "ჰალკს" ვგავდი, პიჯაკი ტანზე შემოვიხიე...

altფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...

altჟერარდ პიკე "სიტი"-"ტოტენჰემის" მატჩზე: ფეხბურთი ზოგჯერ ნამდვილი ანეკდოტია

altმაურისიო პოჩეტინო: როდესაც სტერლინგმა კომპენსირებულ დროში გოლი გაგვიტანა, ჩემს თავში რაღაც დატრიალდა

altპეპ გვარდიოლა: ეს სასტიკია - შესაძლოა, გოლის გატანისას ლორენტემ ხელით ითამაშა

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვიცი ვის 5 მიზეზი აქვს ტოტენჰემის 1/2 ფინაში, მარა მე 1 მიზეზ მაქვს სიტის უიღბლობა. ტოტენჰემი სუსტი გუნდი არაა, მარა მე სიტი შემეცოდა. ლონდონში პენალი ვერ გაიტანეს, სახში 4 ბურთი, მომენტების კორიანტელი და გუნდი ვერ გავიდა. მე პირადათ სიტი აიაქსის 1/2 მინდოდა ძალიან. მართლა შედევრი თამაში ქინებოდა. ახლა ტოტენხემმა დაამტკიცოს რომ 1/2 ფინალიში ბედის ანაბარა არ გავიდა და ვნახოთ როგორ გამოუვა ეს.
Geo_Dinamo
18:30 18-04-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული