მაურისიო პოჩეტინო: მე "ჰალკს" ვგავდი, პიჯაკი ტანზე შემოვიხიე...

AutoSharing Option
მაურისიო პოჩეტინომ გააკეთა განცხადება "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემს" შორის გამართული მეოთხედფინალური მატჩის ბოლო წუთზე გაუქმებულ გოლთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გოლის გაუქმებამდე ჰალკივით იქცეოდა.

"როცა სტერლინგმა გაიტანა დამატებით დროში, მე "ჰალკს" ვგავდი. პიჯაკი ტანზე შემოვიხიე, სვიტერი ძირს მოვისროლე. შემდეგ დავჯექი და აღმოჩნდა, რომ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმებიათ. იმ მომენტში ხელახლა დავიბადე. ეს ენერგიის საოცარი მოზღვავება იყო" - გადმოგვცემს პოჩეტინოს სიტყვებს Marca.

პოჩეტინომ "ტოტენჰემის" ისტორია დაწერა, მოახერხა ის, რაც აქამდე არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია და გაიყვანა ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის
ნახევარფინალში, სადაც კიდევ ერთი სიმპათიური გუნდი - ამსტერდამის "აიაქსი" ელოდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული