მაურისიო პოჩეტინომ გააკეთა განცხადება "მანჩესტერ სიტისა" და "ტოტენჰემს" შორის გამართული მეოთხედფინალური მატჩის ბოლო წუთზე გაუქმებულ გოლთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გოლის გაუქმებამდე ჰალკივით იქცეოდა.
"როცა სტერლინგმა გაიტანა დამატებით დროში, მე "ჰალკს" ვგავდი. პიჯაკი ტანზე შემოვიხიე, სვიტერი ძირს მოვისროლე. შემდეგ დავჯექი და აღმოჩნდა, რომ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმებიათ. იმ მომენტში ხელახლა დავიბადე. ეს ენერგიის საოცარი მოზღვავება იყო" - გადმოგვცემს პოჩეტინოს სიტყვებს Marca.
პოჩეტინომ "ტოტენჰემის" ისტორია დაწერა, მოახერხა ის, რაც აქამდე არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია და გაიყვანა ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის