"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა მუსა სისოკომ "მანჩესტერ სიტისთან" დასრულებული თამაშის შემდეგ არ იცოდა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ამის შესახებ მას სამწვრთნელო შტაბმა გასახდელში უთხრა.
L'Equipe-თან ინტერვიუში სისოკომ აღნიშნა:
"სათადარიგოთა სკამზე ვიყავი, როცა სტერლინგმა გოლი გაიტანა და ანგარიში 5:3 გახდა. იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი, რომ ავდექი და პირდაპირ გასახდელში წავედი.
მარტო ვიყავი, ჩემთან ერთად არავინ ყოფილა. არც ეკრანებზე აჩვენებდნენ თამაშს. ჩემს გონებაში ჩვენ გავარდნილები ვიყავით. შემდეგ პერსონალის ერთ-ერთი წევრი შემოვიდა გასახდელში და მითხრა: "ჩვენ ეს შევძელით!"
მე ვკითხე: "როგორ?" მაშინ მითხრეს,
რომ ის გოლი გაუქმდა.
ასე რომ, ჩაივიცვი მაისური, დავივიწყე ჩემი ტრავმა და გავიქეცი გუნდელებთან, რათა არ გამომეტოვებინა ისტორიული წარმატების აღნიშვნის პროცესი. ეს საოცარი იყო, მე ემოციური შოკი მივიღე", - თქვა სისოკომ.