ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი: "აიაქსმა" "ტოტენჰემი" ნოკდაუნში ჩააგდო თუ ნოკაუტში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "აიაქსმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ტოტენჰემს".

სეზონის აღმოჩენა-გუნდს, "აიაქსს" ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ხელი შეუწყო იმისათვის, რათა უკეთ მომზადებულიყო, პირველობის ტური საერთოდ გადადო, რამაც "ტოტენჰემის" მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო გააბრაზა, რადგან მეტოქე თამაშს უფრო დასვენებული შეხვდა. "დეზებმა" პრემიერლიგის ბოლო 3 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ერთადერთი გოლი გაიტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებს წამყვანი თავდამსხმელები - კეინი და სონი ვერ დაეხმარნენ.

პოჩეტინომ ძირითად შემადგენლობაში "აიაქსის" 4 ყოფილი ფეხბურთელი დააყენა: დავინსონ სანჩესი, ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი და კრისტიან
ერიკსენი.

მატჩი მშვიდად დაიწყო, გუნდები ფრთხილობდნენ და პირველივე სახიფათო იერიში სტუმრებმა გოლით დააგვირგვინეს - ვან დე ბეკმა ზიეშის პასი მიიღო, ლორისთან პირისპირ გაიჭრა და დუელი მოუგო. ამას ცოტა ხანში ისევ ზიეშისა და ვან დე ბეკის სახიფათო შეტევა მოჰყვა, მაგრამ ამჯერად მეკარემ გადაარჩინა თავისი გუნდი.

31-ე წუთზე ვერტონგენი ალდერვეირელს შეეჯახა, სისხლი წამოუვიდა, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ თამაშის გაგრძელება სცადა, ვერ შეძლო და სისოკომ შეცვალა.

ამსტერდამულმა გუნდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, "ტოტენჰემს" კი 100%-იანი მომენტი თითქმის არ შეუქმნია.

"აიაქსმა" შესვენებამდე მოწინააღმდეგის ნახევარზე 113 ზუსტი გადაცემა გააკეთა, ხოლო "ტოტენჰემმა" - 50.

მეორე ტაიმი "ტოტენჰემმა" აქტიურად დაიწყო, მაგრამ ხეირი ვერა ნახა რა, ამსტერდამულ გუნდს კი მეორეჯერ შეეძლო დაემწუხრებინა ლორისი - ნერესმა ბურთი ძელს გაარტყა.

ბოლოს გუნდები შესამჩნევად დაიღალნენ, ტემპი დაეცა და ტენ ჰაგის გუნდმა, რომელმაც სენსაციურად გამოაგდო "რეალი" და "იუვენტუსი", ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საოცრებაა, "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ზედიზედ მესამე გასვლით შეხვედრაში იმარჯვა! ეს აქამდე მხოლოდ "რეალმა" და "ბაიერნმა" მოახერხეს.

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა ზედიზედ ცხრა გასვლით მატჩში გოლი.

მატიას დე ლიხტი ტურნირის ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია - 19 წლის და 261 დღის.

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 23 წლის შემდეგ პირველად შეინახა საკუთარი კარი "მშრალად".

ეს მე-18 შემთხვევაა, როდესაც სტუმარმა გუნდმა ნახევარფინალში გასვლაზე იმარჯვა და წინა შემთხვევებიდან პირველ მატჩში წაგებულებიდან მხოლოდ 1 გავიდა ფინალში - 1996 წელს "აიაქსი", რომელიც "პანათინაიკოსთან" სახლში 0:1 დამარცხდა, საბერძნეთში კი 3:0 მოიგო.

ლონდონი. "ტოტენჰემ ჰოთსპური". 60 243 მაყურებელი
ტოტენჰემი - აიაქსი 0:1
გოლი: ვან დე ბეკი (15)

ტოტენჰემი: ლორისი, სანჩესი, ალდერვეირელდი, როუზი (დევისი 79), ვერტონგენი (სისოკო 40), ლუკას მოურა, ერიკსენი, ალი, ვანიამა, ტრიპიერი (ფოიტი 79), ლორენტე

აიაქსი: ონანა, დე ლიხტი, ტალიაფიკო, ველტმანი, ბლინდი, ვან დე ბეკი, ზიეში (ჰუნტელარი 86), ტადიჩი, შენე (მაზრაუი 65), ნერესი, დე იონგი

altESPN-ის ანალიტიკოსი: ვერტონგენისთვის მოედანზე დაბრუნების უფლება არ უნდა მიეცათ, ეს სამარცხვინოა

altმაურისიო პოჩეტინო: არაფერიც არაა დაკარგული, ამსტერდამში მოსაგებად გავემგზავრებით

altერიკ ტენ ჰაგი: ლომებივით ვიბრძოლეთ - ფინალისკენ ნახევარი ნაბიჯი გადავდგით

 

altმატიას დე ლიხტი: ჰოლანდიაში "ტოტენჰემი" მეორეხარისხოვანი გუნდი ეგონათ



მკითხველის კომენტარები / 16 /
რეალის გულშემატკივარი ვარ მთელი ცხოვრებაა მაგრამ ქედს ვიხრი აიაქსის წინაშე. აბსოლუტურად დამსახურებულად არის იქ სადაც არის.
უმაგრესი ბიჭები არიან და ფეხბურთი თუ გიყვარს უბრალოდ უნდა დაჯდე და ისიამოვნო მათი თამაშით.
ესეთი ლამაზი ფეხბურთი დელბოსკეს რეალის და რაიკაარდის ბარსელონას მერე არ მინახავს
superman
01 მაისი 2019 13:02
1
რეალის გულშემატკივარი ვარ მთელი ცხოვრებაა მაგრამ ქედს ვიხრი აიაქსის წინაშე. აბსოლუტურად დამსახურებულად არის იქ სადაც არის.
უმაგრესი ბიჭები არიან და ფეხბურთი თუ გიყვარს უბრალოდ უნდა დაჯდე და ისიამოვნო მათი თამაშით.
ესეთი ლამაზი ფეხბურთი დელბოსკეს რეალის და რაიკაარდის ბარსელონას მერე არ მინახავს
superman
01 მაისი 2019 13:00
0
აიაქსმა იმენა სულ გასვლაზე უნდა ითამაშოს :))
შმიო
01 მაისი 2019 10:44
0
მოდი ვაღიაროთ რომ აიაქსი იმსახურებს ლიგას. ჯერ იმიტომ რომ გააგდო ლიგის მეფე რეალი და მერე აიაქსი ლივერპული ფინალი გაასწორებდაა
ფენომენო
01 მაისი 2019 10:21
4
ვატიკანა ჰოლანდიის ნაკრებში გაასწორებდა მაგარი მწვრთნელია.
შაკო
01 მაისი 2019 10:18
1
:DDD ჩცდ-დან ხო? გავს ისე მართალია
გია
01 მაისი 2019 10:37
1
რამ დაგბოღმათ ესე აიაქსზე.როგორ შეიძლება საფეხბურთო კლუბი არ მოგწონდეს,რომელიც ფეხბურთელების საწარმოა.ეძებენ,ზრდიან,ასწავლიან,ავარჯიშებენ და აყალიბებენ კარგ ადამიანებად და ძალიან მაგარ ფეხბურთელებათ. იმ დროში როდესაც ყველა გუნდი ყველაფერს კადრულობს იმისათვის რომ რამე მოიგოს,ეს პატარა ბიჭები გამოდიან და გვაჩვენებენ ულამაზეს ფეხბურთს თან აქვთ შედეგი და ეს არ მოსწონთ ვის?ფულით აწყობილი გუნდის გულშემატკივრებს,პსჟ,რეალი,ჩელსი,მანჩესტერი,ბაიერნი და ა.შ. გუნდები რომლებიც ფაქტიურად არ აწარმოებენ ახალგაზრდა ფეხბურთელებს,რომლებიც უბრალოდ ბაზარში მიდიან დიდი ფულით და მშრომელი ხალხის გაზრდილ და ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს ძალიან დიდ ფულად ყიდულობენ.მერე გამოდიხართ და ამ მშრომელი და ჭკვიან ხალხის აწყობილი გუნდის გშურთ.ბაიერნს გაცდა და დაიწყთ,აი ნახავთ რეალი რას უზამსო,რეალს გაცდა და იუვეს მიადექით,იუვე გააგდო და ტოტენჰემის არ გეიმედებათ და ლივერპულს მიადექით,რამ დაგბოღმათ ვერ გავიგე,რომ გკითხოთ კაცმა ფეხბურთი გიყვართ.როგორ შეიძლება ფეხბურთი გიყვარდეს და თან ამ აიაქსის გავარდნა გინდოდეს და არ ყურება.სასაცილო,ბოღმიანი პატარა კაცუნები(ფეხბურთის ამბავში) ხართ.
:-)
01 მაისი 2019 07:19
1
ჩვენ აიაქსის ფეხბურთით ვისიამოვნოთ და თუ ვინმეს შურს, უყურო იმათ, ვისაც აიაქსი გასცდა :))))) სეზონის მშვენება იქნება, თუ მოიგეს ლიგა
: )))))))
01 მაისი 2019 11:09
1
ლივერპული მოგხედავთ თქვენ ინგლისური გუნდების სახელით:დდდ ტოტენჰემს კლასი არ ეყო
თავში აუვარდებათ და მეორე თამაშს წააგებენ
01 მაისი 2019 04:43
22
აიაქსზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ. თქვენც იცით რომ რეალი ფორმაში არ იყო, იუვესთან მსაჯმა რეები იკადრა. ტოტენჰემს თავდამსხმელი არ ყავდა. თუ შემდეგ სეზონშიც აქამდე მოვლენ მერე მართლა ყოჩაღ მაგრამ ამის შანსი ნაკლებია.
1
01 მაისი 2019 02:12
34
ხოდა ფორმაში რომ არ იყო რეალი ვისი ბრალია??? თავისივე სირბანი ხელმძღვანელობის და მწვრთნელების. იუვესთან მსაჯებს არაფერი უქნიათ იმაზე უარესი რაც თავად იუვემ ქნა თავისი უაზრო და სუსტი თამაშით,ხოლო ტოტენხემი რაცაა კი ჩანს.აიაქსი ძალიან ორგანიზებული და ენერგიული გუნდია. დამსახურებულადაც მოვიდა აქამდე.მიუხედავად იმისა რომ იუვეს ფანი ვარ 94 წლიდან მაინც არ იმსახურებდა გასვლას იმ თამაშით იუვე
Morris
01 მაისი 2019 10:29
0
ახალგაზრდა ფეხბურთელებით ერთი-მეორის მიყოლებით სტუმრად უშანსოდ უგებს რეალს, იუვენტუსს და ტოტენჰემს. აბსოლუტურად ყველა რგოლში დაბალანსებულად თამაშობს და რა წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ ასეთ გუნდზე?
:))))
01 მაისი 2019 09:41
3
ახალი მოდა შემოდის თამაშგარედან გატანილი გოლები
იკა
01 მაისი 2019 02:07
25
თამაშგარე იყო აშკარად
kote
01 მაისი 2019 09:30
9
ფინალი ბარსა-აიაქსი.
beso
01 მაისი 2019 01:33
7

სიახლეები პოპულარული