ლიონელ მესი: "ბარსელონას" ჩინებული პერიოდი უდგას - დემბელეს მეოთხე გოლი უნდა გაეტანა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულის" დამარცხების (3:0) შემდეგ კომენტარი დუბლის ავტორმა ლეო მესიმ გააკეთა.

"შესანიშნავად ვითამაშეთ და გახარებულები ვართ. "ბარსელონას" ჩინებული პერიოდი უდგას. ამ დროს არნახულად უფრო შეკრულნი უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთად ბევრს მივაღწევთ და ახლა ვინმეს კრიტიკის დრო არაა (კოუტინიოს მიმართ სტვენა იგულისხმა - რედ.).

სწრაფ და ათლეტურ "ლივერპულს" გავუძელით. უბურთოდ თამაშს მიჩვეულნი არა ვართ და ბევრი ძალა დაგვეხარჯა. ჩვენი სამუშაო კარგად შევასრულეთ.

დემბელეს კარგი მომენტი ჰქონდა, უნდა გაეტანა. ოთხი გოლი სამზე უკეთესი იქნებოდა. თუმცა, შედეგი კარგია. მთავარია,
გოლი არ გავუშვით", - ციტირებს მესის "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესი ფეხბურთის ბეთჰოვენი და აინშტაინია!
ბარსას 1974 წლიდან/კრუიფის პერიოდიდან/ ვგულშემატკივრობ; მეორე კლუბი კი ჩემთვის "ლივერპულია" და ამიტომ გამიჭირდა გუშინ. არაუშავს, ბარსამ ჩ/ლიგა მოიგოს, ლივერპულმა კი თავისი ქვეყნის ჩემპიონობა
მერაბ გ.
02 მაისი 2019 12:23
1
მესი ტესლაა უფრო ფეხბურთში ბატონო მერაბ... და კიდე ბევრი, მესიაა ფეხბურთში მესიაა
ზვიადი
02 მაისი 2019 13:04
1
დემბელე, აშკარად კონცენტრაცია დაკარგული გავიდა მოედანზე და მშვენიერი შანსები გაატანა წყალს.
სოსო
02 მაისი 2019 10:26
1
თქვენი საქმე სპარტაკში.
sdfffff
02 მაისი 2019 05:01
3
ბარსელონა არი მუშურ-გლეხური გუნდი თავისი არსით და პრინციპით, დე ბელადი არი მესი.
პროსტა “პირსისხლიანი” არაა, პოზიცია აქ ისეთუი თავდასხმაშია და ჩეხაობები
არ ჭირდება თორე... თOორე!!! ))
მათგან განსხვავებით რეალი სამეფო გუნდია და მეფურ ფეხბურთს თამაშობდა... დემოკრატია არის ატლეტიკო მადრიდ! ))) და ხანდახან გადატრიალებებს აწყობს.
პოლიტოლოგ
02 მაისი 2019 12:57
2
- Наша дело правое, мы победим!
Messi
02 მაისი 2019 01:31
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული