ენდი რობერტსონი: "ლივერპული" მესის გაუმკლავდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მცველმა ენდი რობერტსონმა "ბარსელონასთან" წაგებული მატჩის შემდეგ Goal.com-თან კომენტარი გააკეთა და ლიონელ მესიზეც ისაუბრა:

"ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერია მესი. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა ვთვლი, რომ ჩვენ მის წინააღმდეგ თამაშს საკმაოდ კარგად გავართვით თავი.

ერთი გოლი ცარიელ კარში გაიტანა, ხოლო მეორე დარტყმა - ეს მსოფლიო დონეა, ამ დარტყმას ხელს ვერავინ შეუშლიდა. მსგავსი გოლი მან ძალიან ბევრჯერ გაიტანა.

ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, თუმცა იმედი მაქვს, სამშაბათს მის შეჩერებას შევძლებთ" - თქვა შოტლანდიელმა მცველმა, რომელსაც თბილისშიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ აქვს ნათამაშები.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში "ბარსელონამ" "ლივერპული" 3:0 დაამარცხა. საპასუხო შეხვედრა სამშაბათს, 7 მაისს, ლივერპულში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მესი გოლს მაინც გაგიტანს თუ გინდა დაბლოკო სტადიონზე არ უნდა შეუშვა :D :D
dima
12:51 02-05-2019
2
ენდი ისე, შენ რა გითხარი, რაც თქვენ მესის ვერ გაუმკლავდით, მაგრამ არა უშავს ხომ უნდა დაიმშვიდოთ თავი!
luka
13:45 02-05-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული