"ლივერპულის" მცველმა ენდი რობერტსონმა "ბარსელონასთან" წაგებული მატჩის შემდეგ Goal.com-თან კომენტარი გააკეთა და ლიონელ მესიზეც ისაუბრა:
"ჩვენ ვიცით, რამდენად ძლიერია მესი. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუმცა ვთვლი, რომ ჩვენ მის წინააღმდეგ თამაშს საკმაოდ კარგად გავართვით თავი.
ერთი გოლი ცარიელ კარში გაიტანა, ხოლო მეორე დარტყმა - ეს მსოფლიო დონეა, ამ დარტყმას ხელს ვერავინ შეუშლიდა. მსგავსი გოლი მან ძალიან ბევრჯერ გაიტანა.
ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, თუმცა იმედი მაქვს, სამშაბათს მის შეჩერებას შევძლებთ" - თქვა შოტლანდიელმა მცველმა, რომელსაც თბილისშიც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ აქვს ნათამაშები.