ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა" და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ "ლივერპული" თითქოს უშანსოდ იყო, მით უმეტეს, ტრავმების გამო წამყვანი თავდამსხმელები - სალაჰი და ფირმინო ვერ დაეხმარებოდნენ. თუმცა, მერსისაიდელები იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ და სასწაულის იმედი ჰქონდათ. მოახდინეს კიდეც.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ორიჯიმ, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩში სალაჰი შეცვალა და გოლიც გაიტანა, ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კი ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს. მომენტებიც შექმნეს - მესისა და
კოუტინიოს დარტყმული ბურთები ალისონმა მოიგერია. მერე ტერ შტეგენმა რობერტსონს არ დაანება გოლის გატანა. ტაიმის დასასრულს მესიმ ალბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გოლკიპერმა დუელი მოუგო და "ლივერპულმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ რობერტსონის ნაცვლად შეცვლაზე ვეინალდუმი შევიდა და სასწაული მოახდინა - 2 გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდებისას კატალონიური გუნდის მცველებს "ჩაეძინათ" და ორიგიმ ბურთს ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "ბლაუგრანამ" თამაშის გადასარჩენად ვერაფერი მოიმოქმედა და ტურნირს გამოეთიშა.

"ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, "ბარსელონამ" კი ზედიზედ მეორედ გაანიავა პლეი-ოფში სამგოლიანი ფორა.

"ლივერპული" მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალს" (16), "მილანს" (11) და "ბაიერნს" (10) აქვთ.

კლოპი მეოთხე წელია "ლივერპულის" მწვრთნელია და მესამედ გაიყვანა ევროტურნირების ფინალში: 2016 წელს ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" 1:3 დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს ასევე 1:3 ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან".

2013 წლის შემდეგ პირველად, ფინალში ესპანეთის ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა. აქამდე ლა ლიგის გუნდებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს ტურნირი.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 საგოლე პასი მიითვალა - ყველაზე მეტი თავისი გუნდიდან.

სალაჰს ტრიბუნაზე მაისური ეცვა წარწერით - "არასოდეს არ დანებდე".

მეკარე ალისონმა მიჯრით მეორე სეზონში არ მისცა "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. შეგახსენებთ, გასულ წელს ის "რომას" ღირსებას იცავდა, რომელმაც "ბარსა" დაამარცხა (1:4, 3:0).

ლივერპული. "ენფილდი". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 ორიგი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიგი (79)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46), ფაბინიო, მილნერი, ჰენდერსონი, მანე, შაქირი (სტარიჯი 90), ორიგი (გომესი 85)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი (არტური 74),  რაკიტიჩი, კოუტინიო (სემედო 60), სუარესი, მესი

altრა ხდებოდა "ლივერპულის" გასახდელში "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

altჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

მკითხველის კომენტარები / 81 /
გაიგეთ მესის ფანებო რომ ის არ არის ლიდერი,რომელსაც შეუძლია გუნდს გაუძღვეს გადამწყვეტ მომენტში,რასაც კრიშტიანო აკეთებს და აკეთებდა მადრიდის რეალში.არგენტინის ნაკრებზე აღარაფერს ვამბობ ამდენ ჩაფლავებას სხვა ფეხბურთელებს რომ აბრალებთ,ბარსას თითეული ფეხბურთელი ხომ 100-150 მილიონი ღირს.4 წელიწადია ზედიზედ ყველაზე მთავარ ტურნირზე,წლის ყველაზე მთავარ თამაშს წააგებ იმიტომ რომ შენზე გაქვს აწყობილი გუნდის თამაში რა პრეტენზია გავს ოქროს ბურთზე?
ამაშია საქმე
08 მაისი 2019 13:36
8
ამაშია საქმე, მოგეცა ენის ქავილის მიზეზი? ისევ მესი არა? ნუ სკდები, თორემ ეგ შენი "სათუთი" გული ვერ გაუძლებს ამდენ ბოღმაობას.
კობა
08 მაისი 2019 14:03
0
Vეტანხმები მილანი ცნორის Aრ ცააგებდა ოტხიტ ნოლს. ცააგებდა 100 იტ ნოლს
Kote
08 მაისი 2019 13:31
1
მილანიც(წნორის) არ წააგებდა 0:4.
ozeki.
08 მაისი 2019 11:57
2
მესისთან უკაცრავად.....რაკიტიჩს პატივ ვცემ (როგორც რუსებს ბოლო პენალტი შეუგდო და რუსეთი გასულ მუდიალზე გავარდა) მე ამ დღეს ლივერპული ვიყავი და იმ გუნდებს ვგულშემატკივრობ რომლებიც ოდესღაც დინამო თბილისს გაუგდია....
ფეხბურთის გულშემატკივარი 1957 წლიდან
08 მაისი 2019 11:43
3
არადა კუთხურის ჩაწოდება სხვისთვის უნდა დაეთმო მაგრამ გაიხედა და დაინახა რომ ცარიელი იყო და წამის მეასედში აზრი შეიცვალა და ჩააწოდა...აი რა არის სწრაფი აზროვნება,სხვანაირად თანამედროვე ფეხბურთში არაფერი გესაქმება.ვარ ბარსას გულშემატკივარი,მაგრამ ფეხზე დამდგარი უკრავ ტაშს ლივერპულს და მის გულშემატკივრებს.თქვენ ეს დაიმსახურეთ!!!
კახა ქირია
08 მაისი 2019 11:29
1
კახა ქირია! ისემ შენ რა გითხრა, რაც შენ არ იყო ბარსას გულშემატკივარი.
თენგო
08 მაისი 2019 14:05
0
ეს მატჩი უფრო სპექტაკლი იყო რომლის ფინალიც იცი....როგორც გასულ წელს. მარადონამ თქვა სანამ ფსონი არ აიკრძალება ფეხბურთს არაფერი ეშველებაოოოოოოო ფული ძალიან ბევრი ფული ბაბაიებოოოოოოოოოოოო
ფეხბურთის გულშემატკივარი 1957 წლიდან
08 მაისი 2019 11:23
17
პელე: "რაც ტოტალიზატორი შემოვიდა ფეხბურთს აღარ ვუყურებ"!
შოკირებული გულშემატკივარი
08 მაისი 2019 11:59
7
მოგედო ხომ?
davit67-s
08 მაისი 2019 11:11
1
როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ ბარს ლივერპული მაშინ დავწერე რომ გამოჩნდება ბარსელონას რეალური ძალათქო ძლიერი არ შეხვედრიათქო აქამდეთქო(მანჩესტერი და ლიონი). მაშინ ბარსას ფანებმა ბევრი დისლაიქი.... ბევრი დაწერეს... მაგრამ გამოჩნდა ბარსას ნამდვილი ძალა...რაც შეხება რეალზე ლაპარაკს ენა არ მოგიბრუნდეთ ბარსელონას ფანებო ეს სმარცხვინო წაგებაააა ჯობდა ჯქუფიდან არ გასულიყო...პიკეს ნათქვამს გამოვეხმაურები ახლა ვის ქონდა სექსი ენფილდზე...რაც შეეხება სუარეს ნამდვილი ვირთხასავით იქცეოდა პირველ თამაში რადღეში იყო ყვითელი ბარათიც მიიღო ამის გამო გეგონება საუკეთესო წლები ლივერპულში არ გაეტარებინა....მესის კი მსოფლიოს მოგებას ვუსურვებ მოუხედავად იმის რომ საფრანგეთის ნაკრების ფანი ვარ...ხო კიდევ ლინკერის და ფერდინანდის ვიდეო არ დაიდო სად არიან ახლა.... ბევრს რომ ლაპარაკობენ სადაა ახლა ლინკერის და ფერდინანდის კომენტარები....
აკაკი
08 მაისი 2019 10:51
2
ააიაქს წარმატება! კაკი შენ ჩასაფრებულების ბანაკიდან ხარ ხომ? არა უშავს "ხვალ" ლივერპულსაც დაუცდება ეგ ფეხები.
!!!!!
08 მაისი 2019 13:56
4
გაიმარჯვა მონდომებულმა ძლიერმა გუნდმა და არა ერთ ჯუჯა ვარსკვლავზე ჩამოკიდებულმა ჯოგმა (ეს რონალდოს და იუვესაც ეხება). სულ ვამბობ რომ რათქმაუნდა ბარსელონა ძალიან მაგარი გუნდია, მაგრამ ყველაზე დიდი მინუსი რაც აქვთ ისაა, რომ არც თვითონ გუნდი და არც მისი ფანების უმრავლესობა დანარჩენ საფეხბურთო სამყაროს უბრალოდ საერთოდ პატივს არ სცემს, მარტო "იიიი მესი მესი ყველაზე მაგარია" მიდგომა აქვთ. ამჯერად "ლივერპული პატარა გუნდია", "ბარსელონას სუპერმარკეტია" და ა.შ. იყო მთავარი ფრაზები. ეცით პატივი მოწინააღმდეგეს ყოველთვის, სპორტია და შეჯიბრი.
ერნესტო წვალვერდე
08 მაისი 2019 10:50
4
ჯერ ესეთი ჯოგები შენსკენ მოიკითხე და ვისაც ჯუჯას ეძახი ეს "ჯუჯაა" რომელიც ხალხს უყვარს და ამ ერთი წაგებით შეურაცყოფაზე არ უნდა გადახვიდეთ. ცოტა დაუკვირდით რას ბჟუტურობთ.
?
08 მაისი 2019 14:10
5
ლივერპული პირველ თამაშშიც სჯობდა ბარსას და მესიმ პირადად მოიგო ის მატჩი,განმეორებითში ,ისედაც დასვენებით მოდუნებული ბარსა,ლივერპულის ლიდერების არ ყოფნამ სულ მიაძინა და მატჩის ბოლომდე,მათი ძალუმი ხვრინვა ისმოდა მხოლოდ.ფირმინო,სალაჰი რომ ყოფილიყვნენ,დარწმუნებული ვარ,ბარსა გაცილებით მობილიზებული იქნებოდა.კლოპმა კი დაამტკიცა,რომ ის და ვალვერდე,სხვადასხვა წონით კატეგორიაში არიან.ვალვერდე არგენტინის ნაკრების მწვრთნელის კვალს გაუყვა და გუნდის ბედს,მთლიანად მესის ჰკიდებს.მესი კი მაინც ადამიანია და ხანდახან მწვრთნელის მითითებაც სჭირდება,რომელიც გარედან უყურებს თამაშს.ვალვერდეს ალბათ ეგონა,ბოლო ერთ კვირაში სამ ბრძოლა გადატანილი და განახევრებული ლივერპული ბრძოლას ბოლომდე ვერ გაუძლებსო,მაგრამ პირიქით მოხდა.ლივერპულმა გაუძლო,ხოლო ბარსამ მთელი მატჩის განმავლობაში ვერ იპოვა თამაშის რიტმი.არცაა საკვირველი,ისინი ნამდვილი ბრძოლისათვის მზად არ იყვნენ.ფსიქოლოგიურად.სწრაფმა გოლებმა კი მთლიანად დაშალა ისედაც დადუნებული გუნდი და შედეგიც სახეზეა.
სოსო
08 მაისი 2019 10:29
0

სიახლეები პოპულარული