ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა" და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ "ლივერპული" თითქოს უშანსოდ იყო, მით უმეტეს, ტრავმების გამო წამყვანი თავდამსხმელები - სალაჰი და ფირმინო ვერ დაეხმარებოდნენ. თუმცა, მერსისაიდელები იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ და სასწაულის იმედი ჰქონდათ. მოახდინეს კიდეც.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ორიჯიმ, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩში სალაჰი შეცვალა და გოლიც გაიტანა, ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კი ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს. მომენტებიც შექმნეს - მესისა და
კოუტინიოს დარტყმული ბურთები ალისონმა მოიგერია. მერე ტერ შტეგენმა რობერტსონს არ დაანება გოლის გატანა. ტაიმის დასასრულს მესიმ ალბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გოლკიპერმა დუელი მოუგო და "ლივერპულმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ რობერტსონის ნაცვლად შეცვლაზე ვეინალდუმი შევიდა და სასწაული მოახდინა - 2 გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდებისას კატალონიური გუნდის მცველებს "ჩაეძინათ" და ორიგიმ ბურთს ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "ბლაუგრანამ" თამაშის გადასარჩენად ვერაფერი მოიმოქმედა და ტურნირს გამოეთიშა.

"ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, "ბარსელონამ" კი ზედიზედ მეორედ გაანიავა პლეი-ოფში სამგოლიანი ფორა.

"ლივერპული" მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალს" (16), "მილანს" (11) და "ბაიერნს" (10) აქვთ.

კლოპი მეოთხე წელია "ლივერპულის" მწვრთნელია და მესამედ გაიყვანა ევროტურნირების ფინალში: 2016 წელს ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" 1:3 დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს ასევე 1:3 ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან".

2013 წლის შემდეგ პირველად, ფინალში ესპანეთის ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა. აქამდე ლა ლიგის გუნდებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს ტურნირი.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 საგოლე პასი მიითვალა - ყველაზე მეტი თავისი გუნდიდან.

სალაჰს ტრიბუნაზე მაისური ეცვა წარწერით - "არასოდეს არ დანებდე".

მეკარე ალისონმა მიჯრით მეორე სეზონში არ მისცა "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. შეგახსენებთ, გასულ წელს ის "რომას" ღირსებას იცავდა, რომელმაც "ბარსა" დაამარცხა (1:4, 3:0).

ლივერპული. "ენფილდი". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 ორიგი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიგი (79)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46), ფაბინიო, მილნერი, ჰენდერსონი, მანე, შაქირი (სტარიჯი 90), ორიგი (გომესი 85)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი (არტური 74),  რაკიტიჩი, კოუტინიო (სემედო 60), სუარესი, მესი

altრა ხდებოდა "ლივერპულის" გასახდელში "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

altჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

მკითხველის კომენტარები / 81 /
კლოპი ბარსელონას ჩაძინებას ელოდა და იდეალურად გამოიყენა შანსი. წინა თამაშიდან სწორი დასკვნები გამოიტანა, ვეინალდუმით შემოყვანით ნახევარდაცვა გააძლიერა, მესიმაც გუნდის ლიდერობა ვერ იტვირთა და ეგ იყო. ლივერპულის ერთადერთი სუსტი წერტილი მანე იყო, მაგრამ მისი საქმე ორიგიმ გააკეთა. მოკლედ, ნამდვილად არ ველოდი ლივერპულის ჯადოქრობის, მაგრამ მთავარია ფეხბურთმა იზეიმა
:))))
08 მაისი 2019 01:25
1
სანამ ბარსელონა წესიერ მწვრთნელს არ მოიყვანს ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს :(( წესიერი შეტევის წამოწყება უჭირს გუნდს რადგან ძირითადად დაცვით თამაშს ანიჭებს ვალვერდე უპირატესობას და კიდევ არ აყენებს ფეხბურთელებს იქ სადაც საჭიროა. ერთხელ არუცდია რომ კოუტინიო ნახევარდაცვაში ათამაშოს სადაც მისიადგილია შემტევებს კიდე სკამზე სვამს :)) დღეს ბევრი კარგი მომენტი ჰქონდათ ბიჭებს რაც სამწუხაროდ ვერ გამოიყენეს მაგრამ ჩემიაზრით კლოპის პროფესიონალიზმთან ვალვერდე ახლოსაც კი არ არის :(( სამწუხაროა რომ წავაგეთ მაგრამ ეხლა აღარაფერი არ ეშველება ვულოცავ ლივერპულის ფანებს დაიმსახურეთ გამარჯვება უდავოდ
T.k
08 მაისი 2019 01:24
3
ალალად მოიგო გუნდმა რომელიც ალალად და ვაჟკაცურად თამაშობდა განახევრებული შემადგენლობით(ბარსელონას ფეხბურთელებისგან განსხვავებით: ძირს გორაობა, მსაჯზე სულ აპელირება, უაზრო სიმულაცია და ა.შ). პრინციპში პირველ მატჩშიც სჯობდა ლივერპული ბარსას თამაშით. ძალიან მაინტერესებს ბარსელონა მესის გარეშე(ერთი ჩვეულებრივი გუნდი იქნება მგონი). ასე რომ ვულოცავ ლივერპულის ყველა გულშემატკივარს!!!
dato
08 მაისი 2019 01:23
2
მე აქ დავწერე ერთხელ რომ ფინალი ორი დიდი გუნდის იქნება თქო და ასეც იქნება.წინ გველოდება ძალიან მაგარი ფინალი ლივერპული აიაქსის!
ფენომენო
08 მაისი 2019 01:19
6
სუპერ გუნდი სუპერ მწვრთნელით... იუნაიტედის გულშემატკივარი თუ ამას ვიტყოდი როდესმე, ვერ წარმოვიდგენდი
კახა
08 მაისი 2019 01:18
3
ბრავო ლივერპულს! მტელი გულიტ გილოცავტ სკაუზერებო პინალი ტქვენ დაიმსახურეტ!
barsa
08 მაისი 2019 01:16
2
გულს ნუ გაიტეხთ ბარსას “ფანებო” ლივერპული დიდი გუნდია, ეს არაფერი. კარგად მოემზადებიან და მერე მოიგებენ.
Zaza
08 მაისი 2019 01:16
8
ადრე პირველი თამაშის წინ კომენტარში ვწერდი, რომ ეს დაპირისპირება მწრვთნელთა დუელი იქნებოდა და უპირატესობას იურგენ კლოპს ვანიჭებდი. მოხარული ვარ ეს პროგნოზი გამართლდა
giorgi
08 მაისი 2019 01:15
1
ეს ნამდვილად ფინალის ტოლფასი თამაში იყო ლივერპულის მხრიდან, აი ბარსამ კი ისევე ჩაისვარა როგორც იუვემ. თვითდაჯერებულობამ და მეტოქის არ დაფასებამ არაერთხელ დასაჯა ფავორიტები
zura
08 მაისი 2019 01:12
1
ყოჩაღ აბსოლიტურად დამსახურებულად გავიდა ლივერპული ახლა ვინა ლუზერი ლივერპულზე რომ წერდით ბარსელონას ფანები (ახლა ვინა ლუზერი )სად ხართ ახლა, დაიწყებენ აბაზად არის გაყიდული თამაში ყოჩაღ ყოჩაღ და ყოჩაღ ლივერპულ...
აკაკი
08 მაისი 2019 01:09
5
არა ბიჭო შენი ხათრით თამაშობენ აბა?
555
08 მაისი 2019 09:21
7

სიახლეები პოპულარული