ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა" და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ "ლივერპული" თითქოს უშანსოდ იყო, მით უმეტეს, ტრავმების გამო წამყვანი თავდამსხმელები - სალაჰი და ფირმინო ვერ დაეხმარებოდნენ. თუმცა, მერსისაიდელები იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ და სასწაულის იმედი ჰქონდათ. მოახდინეს კიდეც.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ორიჯიმ, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩში სალაჰი შეცვალა და გოლიც გაიტანა, ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კი ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს. მომენტებიც შექმნეს - მესისა და
კოუტინიოს დარტყმული ბურთები ალისონმა მოიგერია. მერე ტერ შტეგენმა რობერტსონს არ დაანება გოლის გატანა. ტაიმის დასასრულს მესიმ ალბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გოლკიპერმა დუელი მოუგო და "ლივერპულმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ რობერტსონის ნაცვლად შეცვლაზე ვეინალდუმი შევიდა და სასწაული მოახდინა - 2 გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდებისას კატალონიური გუნდის მცველებს "ჩაეძინათ" და ორიგიმ ბურთს ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "ბლაუგრანამ" თამაშის გადასარჩენად ვერაფერი მოიმოქმედა და ტურნირს გამოეთიშა.

"ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, "ბარსელონამ" კი ზედიზედ მეორედ გაანიავა პლეი-ოფში სამგოლიანი ფორა.

"ლივერპული" მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალს" (16), "მილანს" (11) და "ბაიერნს" (10) აქვთ.

კლოპი მეოთხე წელია "ლივერპულის" მწვრთნელია და მესამედ გაიყვანა ევროტურნირების ფინალში: 2016 წელს ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" 1:3 დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს ასევე 1:3 ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან".

2013 წლის შემდეგ პირველად, ფინალში ესპანეთის ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა. აქამდე ლა ლიგის გუნდებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს ტურნირი.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 საგოლე პასი მიითვალა - ყველაზე მეტი თავისი გუნდიდან.

სალაჰს ტრიბუნაზე მაისური ეცვა წარწერით - "არასოდეს არ დანებდე".

მეკარე ალისონმა მიჯრით მეორე სეზონში არ მისცა "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. შეგახსენებთ, გასულ წელს ის "რომას" ღირსებას იცავდა, რომელმაც "ბარსა" დაამარცხა (1:4, 3:0).

ლივერპული. "ენფილდი". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 ორიგი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიგი (79)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46), ფაბინიო, მილნერი, ჰენდერსონი, მანე, შაქირი (სტარიჯი 90), ორიგი (გომესი 85)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი (არტური 74),  რაკიტიჩი, კოუტინიო (სემედო 60), სუარესი, მესი

altრა ხდებოდა "ლივერპულის" გასახდელში "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

altჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

მკითხველის კომენტარები / 81 /
მე არსენალის გულშემატკივარი ვარ 18 წელია და შესაბამისად ამ ორი გუნდიდან არცერთის მიმართ მაქვს სიმპათია, მაგრამ ყველაზე მიკერძოებულ ბარსას გულშემატკივარსაც კი არ უნდა მოუბრუნდეს ენა რაიმეს გასაპროტესტებლად ჩემის აზრით... ეს დიდი ლივერპულია, მეგობრებო!
პილიგრიმი
08 მაისი 2019 01:04
6
დიდი გუნდი კი არა დიდი ფულია ფეხბურთში
iosif
08 მაისი 2019 09:41
12
მესი თამაშობდა ???? მერამდენეთ ჩაისვარა ????
ვახო
08 მაისი 2019 01:03
13
არც მარადონას მოუგია მარტო რამე. ღიპის გარდა.
რეზო
08 მაისი 2019 10:08
1
დიდი ფეხბურთელია ნამდვილად,მაგრამ რა ქნას მაგანაც, ხავი და ინიესტა აღარ ყავს და მარტო მოიგოს თასები ძნელია.მარადონა უნდა იყოს მაშინ.
ად გეწყინოთ მესის ფანებო.
gg
08 მაისი 2019 01:11
9
Rac mogiva davitao yvela sheni tavitao...
kote
08 მაისი 2019 01:02
4

სიახლეები პოპულარული