ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა" და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ "ლივერპული" თითქოს უშანსოდ იყო, მით უმეტეს, ტრავმების გამო წამყვანი თავდამსხმელები - სალაჰი და ფირმინო ვერ დაეხმარებოდნენ. თუმცა, მერსისაიდელები იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ და სასწაულის იმედი ჰქონდათ. მოახდინეს კიდეც.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ორიჯიმ, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩში სალაჰი შეცვალა და გოლიც გაიტანა, ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კი ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს. მომენტებიც შექმნეს - მესისა და
კოუტინიოს დარტყმული ბურთები ალისონმა მოიგერია. მერე ტერ შტეგენმა რობერტსონს არ დაანება გოლის გატანა. ტაიმის დასასრულს მესიმ ალბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გოლკიპერმა დუელი მოუგო და "ლივერპულმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ რობერტსონის ნაცვლად შეცვლაზე ვეინალდუმი შევიდა და სასწაული მოახდინა - 2 გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდებისას კატალონიური გუნდის მცველებს "ჩაეძინათ" და ორიგიმ ბურთს ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "ბლაუგრანამ" თამაშის გადასარჩენად ვერაფერი მოიმოქმედა და ტურნირს გამოეთიშა.

"ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, "ბარსელონამ" კი ზედიზედ მეორედ გაანიავა პლეი-ოფში სამგოლიანი ფორა.

"ლივერპული" მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალს" (16), "მილანს" (11) და "ბაიერნს" (10) აქვთ.

კლოპი მეოთხე წელია "ლივერპულის" მწვრთნელია და მესამედ გაიყვანა ევროტურნირების ფინალში: 2016 წელს ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" 1:3 დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს ასევე 1:3 ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან".

2013 წლის შემდეგ პირველად, ფინალში ესპანეთის ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა. აქამდე ლა ლიგის გუნდებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს ტურნირი.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 საგოლე პასი მიითვალა - ყველაზე მეტი თავისი გუნდიდან.

სალაჰს ტრიბუნაზე მაისური ეცვა წარწერით - "არასოდეს არ დანებდე".

მეკარე ალისონმა მიჯრით მეორე სეზონში არ მისცა "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. შეგახსენებთ, გასულ წელს ის "რომას" ღირსებას იცავდა, რომელმაც "ბარსა" დაამარცხა (1:4, 3:0).

ლივერპული. "ენფილდი". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 ორიგი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიგი (79)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46), ფაბინიო, მილნერი, ჰენდერსონი, მანე, შაქირი (სტარიჯი 90), ორიგი (გომესი 85)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი (არტური 74),  რაკიტიჩი, კოუტინიო (სემედო 60), სუარესი, მესი

altრა ხდებოდა "ლივერპულის" გასახდელში "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

altჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

მკითხველის კომენტარები / 81 /
ვალვერდემ წააგო ეს თამაში თავიდან ბოლომდე. სხვათა შორის პირველ თამაშშიც აჯობა კლოპმა. იქ უბრალოდ ერთმა კაცმა გადაწონა მთელი გუნდი.მესიზე ვერც ამ თამაშში იტყვის ცუდს ვინმე მისი პირადი ჰეიტერების გარდა.ტიპმა იმდენჯერ გაიყვანა ერთი-ერთზე პარტნიორები და მაინცა და მაინც თვითონ უნდა გაეტანათან იმ ფონზე რომ ჩვეულებრივზე უკან თამაშობდა? გუშინ ბარსელონადან ფეხბურთი სამმა კაცმა ითამაშა მესიმ,სერხი რობერტომ და ვიდალმა. დანარჩენებმათამაში ჩააგდეს.ტერშტეგენის ჩათვლით.მეოთხე გოლი დაცვის გარდა მისი ბრალიცაა ასეთ დროს მეკარე ხელმძღვანალობს დაცვას. ვალვერდემდე მიდის ესეც. გარდა ტაქტიკური შეცდომებისა ვერც ფსიქოლოგიურად განაწყო გუნდი.
...
08 მაისი 2019 10:19
0
Aრც მესის ფანი Vარ არც რონალდოს ,მაგრამ ატ რონალდოს მირცევნია Mესი ტუნდაც Pიროვნული გირსებებიტ მოედანზე ...
Kote
08 მაისი 2019 16:07
0
ოჰოჰო რა დღეში ხართ ჩასაფრებულებო. თქვენი ყიყინი სად არ ისმის რო იცოდეთ!
barsa
08 მაისი 2019 14:32
1
გაიგეთ მესის ფანებო რომ ის არ არის ლიდერი,რომელსაც შეუძლია გუნდს გაუძღვეს გადამწყვეტ მომენტში,რასაც კრიშტიანო აკეთებს და აკეთებდა მადრიდის რეალში.არგენტინის ნაკრებზე აღარაფერს ვამბობ ამდენ ჩაფლავებას სხვა ფეხბურთელებს რომ აბრალებთ,ბარსას თითეული ფეხბურთელი ხომ 100-150 მილიონი ღირს.4 წელიწადია ზედიზედ ყველაზე მთავარ ტურნირზე,წლის ყველაზე მთავარ თამაშს წააგებ იმიტომ რომ შენზე გაქვს აწყობილი გუნდის თამაში რა პრეტენზია გავს ოქროს ბურთზე?
ამაშია საქმე
08 მაისი 2019 13:36
8
ამაშია საქმე, მოგეცა ენის ქავილის მიზეზი? ისევ მესი არა? ნუ სკდები, თორემ ეგ შენი "სათუთი" გული ვერ გაუძლებს ამდენ ბოღმაობას.
კობა
08 მაისი 2019 14:03
0
მესისთან უკაცრავად.....რაკიტიჩს პატივ ვცემ (როგორც რუსებს ბოლო პენალტი შეუგდო და რუსეთი გასულ მუდიალზე გავარდა) მე ამ დღეს ლივერპული ვიყავი და იმ გუნდებს ვგულშემატკივრობ რომლებიც ოდესღაც დინამო თბილისს გაუგდია....
ფეხბურთის გულშემატკივარი 1957 წლიდან
08 მაისი 2019 11:43
3
გამოიხეტ
tostao-s
08 მაისი 2019 10:11
1
რა ვიცი ენამ მიყივლა თუ რა იყო ჯერ კიდევ ლიგის დაწყებამდე ვთქვი ლივერპული მოიგებს ლიგას მეთქი და მემგონი მართლდება კიდეც. დღეს ყველაფერი ლივერპულის მხარეს იყო. მონდომებაც ფორტუნაც და ყველაფერი. არადა დარწმუნებული ვარ სალაჰი და ფირმინიო რომ ყოფილიყვნენ ფრესაც ვერ გააკეთებდნენ. ბარსას ხელმძღვანელობავ! ეგრე იცის სელტასთან მთელი ძირითადი გუნდის დასვენებამ! ფეხბურთელებს ნუ ვაბრალებთ ყველაფერს. მწვრთნელია დამნაშავე, რასაც მისი გადაყენება უნდა მოყვეს. ერთს დავამატებ კიდევ ფინალი მადრიდშია და თუ აიაქსი გავიდა ფინალში ესპანელები ყველა ლივერპულს უბალელშიკებს, რეალის გამომგდები გუნდი ეჯავრებათ. არადა კატალონიაში პირიქითაა ყველაფერი. რეალი როცა აგებს დიდ სიამოვნებას ვღებულობ! იმიტომ კი არა რომ გუნდი მეჯავრება. რეალის ბალელშიკები რომ გატეხილში არიან იმიტომ)) ეს მაგრად ასწორებს!)
დავით 67
08 მაისი 2019 04:14
16
მოგედო ხომ?
davit67-s
08 მაისი 2019 11:11
1
კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება მესის შედარება მარადონასთან (პელესთან საერთოდ რა მოსატანია) - დიდებულია ხეტაფესთან გატანილი გოლი, მაგრამ მსოფლიოზე ინგლისელებთან შეგდებულს სხვა დატვირთვა აქვს, სხვა წონითი კატეგორიაა.
გოგა
08 მაისი 2019 14:45
5
გოგა შენ და მარადონისტებმა გაიგეთ!!!! მესის როგორ შევადრით ნარკომან მარადონას, ცა და მიწა. არავინ გართმევთ მაგ დაბოლილს, გყავდეთ ჩაიხუტეთ. მესის თავი დაანებეთ!!!!!!! თქვენი სახსენებელი არ არის. თქვენ თუ გგონიათ ამ ერთი წაგებით ხაზი გადაესმევა ყველაფერს ძალიან ცდებით!
koka
08 მაისი 2019 16:53
1
სადიო მანე!!!
emigranti
08 მაისი 2019 01:38
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული