ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა" და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ "ლივერპული" თითქოს უშანსოდ იყო, მით უმეტეს, ტრავმების გამო წამყვანი თავდამსხმელები - სალაჰი და ფირმინო ვერ დაეხმარებოდნენ. თუმცა, მერსისაიდელები იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ და სასწაულის იმედი ჰქონდათ. მოახდინეს კიდეც.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ორიჯიმ, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩში სალაჰი შეცვალა და გოლიც გაიტანა, ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კი ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს. მომენტებიც შექმნეს - მესისა და
კოუტინიოს დარტყმული ბურთები ალისონმა მოიგერია. მერე ტერ შტეგენმა რობერტსონს არ დაანება გოლის გატანა. ტაიმის დასასრულს მესიმ ალბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გოლკიპერმა დუელი მოუგო და "ლივერპულმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ რობერტსონის ნაცვლად შეცვლაზე ვეინალდუმი შევიდა და სასწაული მოახდინა - 2 გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდებისას კატალონიური გუნდის მცველებს "ჩაეძინათ" და ორიგიმ ბურთს ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "ბლაუგრანამ" თამაშის გადასარჩენად ვერაფერი მოიმოქმედა და ტურნირს გამოეთიშა.

"ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, "ბარსელონამ" კი ზედიზედ მეორედ გაანიავა პლეი-ოფში სამგოლიანი ფორა.

"ლივერპული" მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალს" (16), "მილანს" (11) და "ბაიერნს" (10) აქვთ.

კლოპი მეოთხე წელია "ლივერპულის" მწვრთნელია და მესამედ გაიყვანა ევროტურნირების ფინალში: 2016 წელს ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" 1:3 დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს ასევე 1:3 ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან".

2013 წლის შემდეგ პირველად, ფინალში ესპანეთის ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა. აქამდე ლა ლიგის გუნდებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს ტურნირი.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 საგოლე პასი მიითვალა - ყველაზე მეტი თავისი გუნდიდან.

სალაჰს ტრიბუნაზე მაისური ეცვა წარწერით - "არასოდეს არ დანებდე".

მეკარე ალისონმა მიჯრით მეორე სეზონში არ მისცა "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. შეგახსენებთ, გასულ წელს ის "რომას" ღირსებას იცავდა, რომელმაც "ბარსა" დაამარცხა (1:4, 3:0).

ლივერპული. "ენფილდი". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 ორიგი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიგი (79)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46), ფაბინიო, მილნერი, ჰენდერსონი, მანე, შაქირი (სტარიჯი 90), ორიგი (გომესი 85)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი (არტური 74),  რაკიტიჩი, კოუტინიო (სემედო 60), სუარესი, მესი

altრა ხდებოდა "ლივერპულის" გასახდელში "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

altჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

მკითხველის კომენტარები / 81 /
სიმართლე გითხრათ არცერთის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ფაქტია თანამედროვე ფეხბურთი კარგად ორგანიზებულ შოუს დაემსგავსა, სადაც დიდი ფული ტრიალებს. ამ ბოლო პერიოდში იმდენი წარმოუდგენელი ქამბექი ვიხილეთ, რაც საფეხბურთო სამყაროს არ ახსოვს(ამ დონის მატჩებს ვგულისხმობ) ასე ვთქვათ ზედმეტად სისტემატიური ხასიათი მიიღო, რაც ნამდვილად კითხვის ნიშნებს ბადებს. პასუხი და არგუმენტი კი ერთია, "ფეხბურთში ყველაფერი ხდება, რადგან ბურთი მრგვალია" ერთი ქართველებისთვის არ დამრგავალებულა ჯერ. საქმე ისე მიდის მალე UEFA-ს და მის დამქაშებს ოსკარს გადასცემენ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.
nika
08 მაისი 2019 17:44
8
ჰოო მაფია ტრიალობს
:)
08 მაისი 2019 19:19
1
რა არის ეს ვენდის რეკლამა რა უბედურებაა... სულ შემჯავრდა ეგ ფირმა და თქვენ საიტზეც უხალისოდ შემოვდივარ, ყოველ გადასვლაზე რამდენიმე წამი ველოდებით როდის მორჩება რეკლამა... საიტის მკითხველებიც გაგვითვალისწინეთ, შემოსავალი კი გჭირდებათ მაგრამ მკითხველის კომფორტზეც იზრუნეთ,
soso
08 მაისი 2019 16:22
0
Aრც მესის ფანი Vარ არც რონალდოს ,მაგრამ ატ რონალდოს მირცევნია Mესი ტუნდაც Pიროვნული გირსებებიტ მოედანზე ...
Kote
08 მაისი 2019 16:07
0
რეალის პანებს საერტოდ რა გაქვტ სალაპარაკო? რეალი რო ბარსას ოპიციალური ბულკია დაგავიწყდატ? აქ კიდევ ვიგაც მილანის პანი გამოხტა, ტქვენ რაგა გინდატ საერტოდ? გინდა გიტხრა ტქვენ სად ხატრტ? ტქვენ ხარტ იუვეს ოპიციალური ბულკები და სად ხარტ კი იციტ კარგად.დ.დ.
barsa
08 მაისი 2019 14:54
5
კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ არ შეიძლება მესის შედარება მარადონასთან (პელესთან საერთოდ რა მოსატანია) - დიდებულია ხეტაფესთან გატანილი გოლი, მაგრამ მსოფლიოზე ინგლისელებთან შეგდებულს სხვა დატვირთვა აქვს, სხვა წონითი კატეგორიაა.
გოგა
08 მაისი 2019 14:45
5
გოგა შენ და მარადონისტებმა გაიგეთ!!!! მესის როგორ შევადრით ნარკომან მარადონას, ცა და მიწა. არავინ გართმევთ მაგ დაბოლილს, გყავდეთ ჩაიხუტეთ. მესის თავი დაანებეთ!!!!!!! თქვენი სახსენებელი არ არის. თქვენ თუ გგონიათ ამ ერთი წაგებით ხაზი გადაესმევა ყველაფერს ძალიან ცდებით!
koka
08 მაისი 2019 16:53
1
!!!!!—-ის არ არ ვარ ჩასაფრებული ბანაკიდან უბრალოდ არ მიყვარს წაგებული გუნდის შეურაწყოფა ასეთი ტონით საუბარი დამცირება არდაუფასებლობა და ასეშემდეგ ამიტომაცა ჩემი კომენტარები ახლა ასეთი რაც აქ იწერებოდა ლუზერიო და ასეშემდეგ ლივერპულზე...პიკეს კომენტარები სექსზე ბეენაბეოზე,ეს ყველას შეილება მოუვიდეს ესაა ფეხბურთის ადრეალინი.... ასე რომ წინასწარ ბევრი არ უნდა ილაპარაკო რაც შეეხება მესის ის გულწრფელად შემეცოდა ის ამას არ იმსახურებს. პიკე სუარესი კი უარეს იმსახურებენ....პიკე თავისი არასწორი კომენტარების გამო სუარესი კი არასწორი საქციელების ყვინთაობის....რასკავირველია ფეხი ყველას შეილება დაუცდეს მაგრამ დამარცხებულ გუნდს პატივი უნდა სცე ეს ღირსების საკითხია და თავმდაბლობის...მე რეალის ფანი ვარ ზიდანის ბრაზილიელი რონალდოს კარლოსის კასილასის ბექემის ფიგუს რაულის და ასეშემდეგ ფეხბურთიდან მოყოლებული მაგრამ გეუბნებით რომ წელს ბარსელონამ რეალთან ივარჯიშა და არამარტო ბარსელონამ წელს რეალის თამაში საშუალო გუნდის თამაშს არ უტოლდებოდა მაგრამ ესეთი რაღაცეები ხდება და ნებისმიერს შეილება მოუვიდეს,რაც შეეხება მესის რა გუნდის გულშემატკივარიც გინდა იყო მასზე ცუდი როგორ უნდა თქვა ეს უბრალოდ არ დანახავაა რასაც ის მოედანზე აკეთებს რა თავდაბალიც ისაა...პირადად მე მესის ვგულშემატკივრობ მსოფლიოზე ის ამას იმსახურებს....მიუხედავად იმის რომ არგენტინის ფანი არ ვარ 1998წლიდან საფრანგეთის ფანი ვარ...ყოველთვის უნდა დააფასო შენი მეტოქე წაგებულია თუ მოგებული ესაა პროფესიონალიზმი....
აკაკი
08 მაისი 2019 14:45
1
ოჰოჰო რა დღეში ხართ ჩასაფრებულებო. თქვენი ყიყინი სად არ ისმის რო იცოდეთ!
barsa
08 მაისი 2019 14:32
1
ააა თქვენ ბარსას ქომაგებო ჩვენი დაწევა გინდათ რეალის ხომ? ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგოთ? პირველი შარშან რომასთან, ეხლა ლივერპულთან ნელნელა გვეწევით რაგინდათ :) ეგრე გაააგრძელეთ ბარსა ხომ მაგარია ჰა ჰა ჰა ჰა
პ უ შ ლ ა
08 მაისი 2019 14:04
7
თქვენ ვერ დაგეწევით რეალებო იმიტომ, რომ ძალიან მაგრად ხართ ჩამორჩენილები, თქვენ დაგვეწიეთ ლალიგის მოგებაში.
niko
08 მაისი 2019 14:34
5
იცით რა მიკვირს? როცა ბარსელონა აგებს, ეგრევე იწყება ფულზე და ტოტალიზატორზე საუბარი ბარსას ფანების მხრიდან. მაგრამ როცა იგებს, მაგალითად პსჟ-ს თან 6-1 მაშინ დამსახურებული გამარჯვებაა.

არა მგონია ვალვერდესთვის ლიგიდან ზედიზედ ორი წელი ასეთი სამარცხვინო გავარდნა სპეციალურად დადგმული ყოფილიყო. ლივერპულმა დაიმსახურა გამარჯვება!!!
მილანი
08 მაისი 2019 13:59
2
ბარსელონა თამაშობს რიცხობრივ უმცირესობაში. კაუტინიო ფორმალურად დგას როგორც მეთერთმეტე ფეხბურთელი.ათი კაცით ძნელია ენფილდზე თამაში, ვერ შეიგნო ამ დაუნმა ვალვერდემ.
ფეხბურთი
08 მაისი 2019 13:46
1

სიახლეები პოპულარული