ჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

AutoSharing Option
"ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში განადგურების (0:4) შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ გაოგნებული გახლდათ.

"არ მინდა, ცხელ გულზე ვილაპარაკო. ემოციები უნდა დაცხრეს. ეს ძნელი ასახსნელია. წინ ესპანეთის თასის ფინალი გვაქვს. ამას შიგნით, კლუბში განვიხილავთ და მოვიფიქრებთ, რა ვქნათ.

მეოთხე გოლს ვერ ავხსნი. არ ვიცი. მწვრთნელს და ფეხბურთელებს არ გავსაუბრებივარ.

რას მოვიმოქმედებთ? ახლა აღშფოთებულნი ვართ. დამშვიდება გვმართებს. ხვალ დღევანდელ მარცხს განვიხილავთ", - განუცხადა ბარტომეუმ "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბრავო კლოპო,
ანდრო
08:37 08-05-2019
1
გამოიღეეე
valverdes
02:56 08-05-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული